Fichajes.net იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მიუნხენის "ბაიერნს" "ვალენსიას" ცენტრალური მცველის, შკოდრან მუსტაფისთვის შეეცილება.
მსოფლიო ჩემპიონი მიმდინარე წლის ზაფხულში "მესტალიას" დატოვებას აპირებს და ახალ კლუბს ეძებს, რადგან ლა ლიგაში მისი კლუბის მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა.
გარი ნევილის შეგირდები ამჟამად მე-12 ადგილზე იმყოფებიან და ჩემპიონთა ლიგის საგზურს 21 ქულა აშორებთ.
"წითელი ეშმაკები" და ბუნდესლიგის ჩემპიონები კი სიტუაციით სარგებლობასა და გერმანელი მცველის გადაბირებას ეცდებიან.
როგორც მოსალოდნელია, "ევერტონის" ყოფილი მცველი სეზონის ბოლოს "ღამურების" რიგებს დატოვებს.