Daily Mail-ი იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის, მარკუს რეშფორდს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს.
18 წლის ფეხბურთელი ამჟამად მხოლოდ 1.500 ფუნტს იღებს კვირაში თანახმად კონტრაქტისა, რომელიც 2017 წელს იწურება, მაგრამ ახალი შეთანხმების მიხედვით, იგი კვირაში 15 ათას ფუნტს მიიღებს, რაც 900 პროცენტიან ზრდას გულისხმობს.
რეშფორდმა თავისი შესაძლებლობები "მიდტიულანდისა" და "არსენალის" წინააღმდეგ გამოავლინა, რომლეთა წინააღმდეგ გაიტანა ორ-ორი გოლი, ხოლო "მეთოფეებთან" მატჩში საგოლე გადაცემაც მიითვალა.
"იუნაიტედი" მარკუსს სამომავლო წარმატების ერთ-ერთ მთავარ გარანტიად განიხილავს და მასთან განშორებას არ აპირებს, ამიტომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ახალ კონტრაქტს მიიღებს.