მარკუს რეშფორდის სენსაციური გამოსვლა "იუნაიტედში" გრძელდება, რამეთუ მან "არსენალთან" მატჩში დუბლის შესრულება მოახერხა.
18 წლის ფეხბურთელმა ევროპის ლიგაზე გატანილი ორი გოლის შემდეგ შედეგი პრემიერ ლიგაშიც გაიმეორა და ინგლისის ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრაში თავისი პირველი და მეორე გოლები გაიტანა.
თუმცა, ევროტურნირისგან განსხვავებით, რეშფორდი არ გამხდარა "იუნაიტედის" ყველაზე ახალგაზრდა ბომბარდირი პრემიერ ლიგაში.
უეინ რუნიმ და მარკუს რეშფორდმა 18 წლისა და 120 დღის ასაკში გაიტანეს 2 გოლი პრემიერ ლიგის ერთ მატჩში - უეინმა ეს "ევერტონის" რიგებში 2004 წელს "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ მოახერხა.
"დაუჯერებელია, როცა 18 წლის ხარ და შემოდიხარ", - განაცხადა ვან გაალმა მატჩის შემდეგ.
"ჩემთვის გასაგებია, რადგან შემოდიხარ "მიდტიულანდის" წინააღმდეგ და ამას ყოველგვარი ზეწოლის გარეშე აკეთებ.
მაგრამ მეორედ უფრო რთულია, თუმცა ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა. ერთადერთი, რაც მას ვთხოვე, კვლავ გატანა იყო - 4 გოლი ორ მატჩში - ეს არის ჩვეულებრიობა, რომელიც უჩვეულოა!".