ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფორვარდი, მარკუს რეშფორდი შეაქო და სახელოვან ფეხბურთელებს შეადარა.
ჰოლანდიელი მწვრთნელი თავისი კარიერის განმავლობაში ყოველთვის ავლენდა რწმენას ახალგაზრდა ფეხბურთელებისადმი და ტრადიცია არც "მანჩესტერ იუნაიტედში" უგულებელყო.
"არსენალის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში "წითელი ეშმაკების" რიგებში რეშფორდი გამოჩნდა, რომელმაც დუბლი შეასრულა "მეთოფეებთან" მატჩში და საგოლე გადაცემაც გააკეთა.
ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელსა და "ბარსელონას", "აიაქსისა" და "აიაქსის" ყოფილ და მოქმედ ფეხბურთელებს შორის მსგავსებას ხედავს.
"ბევრი რამის წარმოდგენა შემიძლია - მოსმენა გინდათ? ასე არ ვფიქრობ", - უპასუხა ვან გაალმა BBC-ს ჟუნრალისტის შეკითხვას იმის თაობაზე, შეეძლო თუ არა მას რეშფორდის მსგავსი სხვა ახალგაზრდების მოხმობა.
"მაგრამ კლუივერტმა გაიტანა გამარჯვების გოლი ჰოლანდიის სუპერ თასის მატჩში, ჩავიმაც გაიტანა ფანტასტიკური გოლი, ვგონებ, "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ. შემდეგ კი, ასევე ფანტასტიკური დებიუტი ჰქონდა ტომას მიულერს, ახლა მასაც მარავალი გოლი გააქვს მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში, თუმცა მანამდე მეორე გუნდში თამაშობდა".