"ოლდ ტრაფორდმა" ასეთი კვირა დაიმსახურა. ყველაფერი უნდა გაგვეუმჯობესებინა, ეს მატჩები უნდა მოგვეგო. და ჩვენ ეს გავაკეთეთ. ბოლო დროს ასეთი ტრავმების მიუხედავად, ჩვენი გუნდი ბრძოლას აგრძელებს. ეს თავიდან ორშაბათს ინგლისის თასზე ვაჩვენეთ. ჩვენი მიზანი - "უემბლიზე" ფინალამდე მიღწევაა. ამისთვის მომდევნო უქმეებზე "ვესტ ჰემი" უნდა დავამარცხოთ. "შრუსბერი თაუნის" წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი ადვილი არ იყო და ამაზე თავისთავად მეტყველებს საბოლოო ანგარიში. უმეტესწილად კი ეს იმის გამო ხდება, რომ გუნდი ახლა ცუდ პერიოდშია. მაგრამ გუნდმა აჩვენა ხასიათი. ეს გამარჯვება უსათუოდ გვმატებს თვითრწმენას მომდევნო მატჩების წინ. ხუთშაბათს "მიდტიულანდთან" პირველ მატჩში ნაჩვენებ შედეგზე უკეთესი უნდა გვეჩვენებინა. დაცვაში გუნდი კარგად ორზაგინებული და კომპაქტური იყო, მაგრამ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ. ამგვარად, კიდევ ერთი მიზნის მიღწევა გახდა შესაძლებელი: მოგება თასისა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის კლუბის მუზეუმში და მომდევნო სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება. მომდევნო რაუნდის მატჩები განსაკუთრებული იქნება ჩვენთვის, ჩვენ ხომ "ლივერპულს" ვეთამაშებით. დარწმუნებული ვარ, ორივე მატჩი საინტერესო იქნება. ყველანი აღელვებულები ვართ და მოუთმენლად ველოდებით მატჩებს.
შესაძლოა, გასული კვირის ყველაზე საოცარი მომენტი "ოცნების თეატრზე" "არსენალის" წინააღმდეგ მოპოვებული ჩვენი გამარჯვება გახდა. პირველ ყოვლისა, მინდა, სტადიონზე არსებული ატმოსფერო აღვნიშნო, რომელიც მართლაც გასაოცარი იყო. ერთად ძლიერები ვართ და თქვენი მხარდაჭერა ჩვენ ძალას გვმატებს, რომელიც ასე გვჭირდება ბოლო წუთებში, რათა სამივე ქულა შევინარჩუნოთ... მატჩი ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი იყო, ბევრი გატანილი გოლით... მოკლედ რომ ვთქვა: ეს მატჩი ყველას გემოვნებას აკმაყოფილებდა, ვინც სპორტს აფასებს. ყველას სურს ასეთ მატჩში მონაწილეობა, ასეთ დაძაბულ შეხვერდრაში, მნიშვნელოვანი მეტოქის წინააღმდეგ. სწორედ ასეთი მატჩების გამო მიყვარს ფეხბურთი ასე ძლიერ. როცა მთელი გუნდი შესანიშნავად თამაშობს, არასწორი იქნებოდა ვინმეს გამოყოფა, მაგრამ ყველას გვიხარია მარკუსის გამო. ძირითადი გუნდის რიგებში არცთუ ბევრი დრო გაატარა, მაგრამ უკვე გაიტანა მნიშვნელოვანი გოლები, აჩვენა თავისი პოტენციალი და შესანიშნავი მომავლის იმედი გვაქუჩა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მას ნამდვილად აქვს, რომელსაც ვუსურვებ. გარდა ამისა, სწორედ გუნდის ტრადიციები და აკადემიასთან კავშირი აძლევს გულშემატკივარს სიამაყის საფუძველს იმ მომენტების გამო, რომელსაც ახლა მარკუსი და მისი თანაგუნდელები განიცდიან. ისინი ხედავენ, რომ ახალგაზრდების შრომა ფასდება.
მაგრამ დროა, ზეიმს თავი ავარიდოთ. ახლა "უოტფორდზე" უნდა გავამახვილოთ ყურადღება. პოზიტიური ტენდეციის გაგრძელება და გამარჯვება გვინდა, რათა სეზონის ბოლოს ტრიუმფით დავტკბეთ. ჩვენს გზაზე მომდევნო გაჩერება ოთხშაბათს უწევს.
დღევანდელი ბლოგი სავსეა უფრო პოზიტიური განწყობით, ვიდრე წინა კვირას. როგორც ყოველთვის, მინდა, ახლაც გადაგიხადოთ მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის, მით უმეტეს, რომ ყველაფერი ისე არ ვითარდება, როგორც ჩვენ გვინდა. ახლა კი, დროა, ამ გამარჯვებით დატკბეთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მომენტი გაგრძელდეს.
ყველას სასიმოავნო კვირას გისურვებთ. გეხვევით!
ხუანი.
მატას ბლოგი
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.