"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ შემდეგ მატჩში ინგლისის ნაკრებს რუნის გარეშე მოუწევს თამაში, რადგან უეინის ტრავმა გაცილებით სერიოზულია.
"არა, ის არ იქნება მზად იმისათვის, რომ შემდეგ თვეში ინგლისის ნაკრებთან ერთად ითამაშოს. მან გამოჯანმრთელება უნდა შეძლოს იმისათვის, რომ პირველ რიგში ჩვენ დაგვეხმაროს. ამ მომენტისთვის მას ფეხზე დამცავი უკეთია, რომლის ტარებაც ორი კვირა მოუწევს. სწორედ ორი კვირის შემდეგ შევაფასებთ მის მდგომარებას, ახლა დაზუსტებით არაფრის თქმა შემიძლია"-განაცხადა ლუი ვან გაალმა sky sport-თან ინტერვიუში.