ტიერი ანრიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" 18 წლის დებიუტანტი ფეხბურთელი შეაქო.
ფორვარდმა "იუნაიტედის" პირველ გუნდში სადებიუტო შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა, ხოლო პრემეირ ლიგაში სადებიუტო შეხვედრაში, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა ფრანგი ფეხბურთელის ყოფილი გუნდის, "არსენალის" წინააღმდეგ.
"რაც მასში მომწონს, ეს არის 2 თამაშში გატანილი 4 გოლი, მისი მოძრაობა, ბურთის დაჭერა, მონდომება.
მისი განსწავლულობა, საჯარიმოში ყოფნა, სიმშვიდე. პოზიციას კარგად არჩევს, თავით კარგად თამაშობს, კარში ურტყამს. მაგრამ ბინძურ საქმესაც კარგად აკეთებს.
საქმე მხოლოდ გოლებში, ბურთის დაჭერასა და განსწავლულობაში არ არის. მხოლოდ იგი გვიჩვენებს, შეძლებს ასე გაგრძელებას თუ - ვერა, მაგრამ მასში ყველაფერი მომწონს", - განაცხადა ანრიმ.