თბილისი:
მანჩესტერი:
28-02-2016, 21:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2623,
კომენტარები: 7
მარკოს როხომ ტრავმა მიიღო
ვან გაალმა მარკოს როხოს ტრავმის შესახებ ისაუბრა.
მარკოს როხომ ტრავმა მიიღო
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მარკოს როხოს ტრავმა სერიოზული არ არის.

არგენტინელმა მცველმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა მოედანზე 90 წუთის გატარება ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმის განახლებიდან მალე, დენი უელბეკთან შეჯახების შედეგად როხომ ტრავმა მიიღო და 55-ე წუთზე მისი ადგილი ტიმოთი ფოსუ-მენსამ დაიკავა.

ვან გაალმა განაცხადა, რომ როხოს შეცვლას 60 წუთის შემდეგ აპირებდა, თუმცა დაზიანების გამო მცველმა მოედანი ნაადრევად დატოვა.

"არა მგონია, სერიოზული იყოს; მხოლოდ დარტყმა იყო. რა თქმა უნდა, მოცდა მოგვიწევს. კარგი გადაწყვეტილება იყო, რომ პირველივე წუთებიდან ვათამაშე. ჩემი გეგმა 60 წუთში მდგომარეობდა. მას 60 წუთისთვის არ მიუღწევია ამ დარტყმის გამო", - განაცხადა მწვრთნელმა.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Jorbe-Jorbe
28 თებერვალი 2016 21:59
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
არადა იმ მომენტში, როცა უელბეკმა მას ტრამვა მიაყენა, აშკარა ჯარიმა იყო, მსაჯმა კი მომენტი რეაგირების გარეშე დატოვა.
0
№2
ავტორი: rezimankunia
28 თებერვალი 2016 21:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
tamashamde vicodi ro travmas miigebda ratqmaunda
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 თებერვალი 2016 22:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ისე როგორ იქნებოდა აბა, რომ ამას ტრავმა არ მიეღო areyoukiddingme
0
№4
ავტორი: GeorgeBest
28 თებერვალი 2016 22:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველა მეორე ტრავმას იღებს, თამაში ვერ ჩატარდა ისე რო ვინმე არ დაგვემტვრეს. ახალაგზრდებისთვის აქამდე უნდა მიეცათ შანსი, ბევრჯერ იყო ამის საშუალება. ბოლო-ბოლო ბოლომდე მაინც ითამაშებენ და არ ივლიან სტადიონზე

როგორც ასეთი დიდი ვარსკვლავი არავინ გვეზრდება, თუმცა პრემიერ ლიგაში რამდენიმეს გამოყენება შეიძლება, მითუმეტეს როცა ამდენი მატჩია ზედიზედ და ამდენი ტრავმირებული გვყავს
0
№5
ავტორი: RojoDiablo
28 თებერვალი 2016 22:25
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
არადა, ისევ უაზრო სიტუაციაში მიიღო ტრავმა. ცუდი პასი, იმის ჩახტომა და ამის დასწრებაზე თამაში. ფეხი არ მოსტეხია და არაფერი. უბრალოდ ტერფში ჩაარტყა. მალე დაბრუნდება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Iunaitedi
28 თებერვალი 2016 23:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Tviton fexburtelzec xo didad aris damokidebuli miigebs tuara travmas. Fizikuradac unda iyo mzad yvela tamashi.

Tviton fexburtelzec xo didad aris damokidebuli miigebs tuara travmas. Fizikuradac unda iyo mzad yvela tamashi.
0
№7
ავტორი: temo-scholes
29 თებერვალი 2016 04:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: General
ყველა მეორე ტრავმას იღებს, თამაში ვერ ჩატარდა ისე რო ვინმე არ დაგვემტვრეს. ახალაგზრდებისთვის აქამდე უნდა მიეცათ შანსი, ბევრჯერ იყო ამის საშუალება. ბოლო-ბოლო ბოლომდე მაინც ითამაშებენ და არ ივლიან სტადიონზე

როგორც ასეთი დიდი ვარსკვლავი არავინ გვეზრდება, თუმცა პრემიერ ლიგაში რამდენიმეს გამოყენება შეიძლება, მითუმეტეს როცა ამდენი მატჩია ზედიზედ და ამდენი ტრავმირებული გვყავს

getanxmebi... Exla mainc unda miecet shansi da tan xshirad... Da ratomgac mgonia ro axalgazrdebi chveni da tvit van gaalis xsnis ertaderti gzaa...:)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top