ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ მორგან შნეიდერლინმა "მიდტიულანდთან" საპასუხო შეხვედრაში სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, მაგრამ იგი არავის გახსენებია.
ფრანგმა ფეხბურთელმა ბურთი ძელს გაარტყა და კიდევ ერთ ეპიზოდში ვერ მოახერხა გოლის გატანა, მაგრამ მთავარი მწვრთნელი მისი თამაშით მოხიბლულია.
შნეიდერლინი "ემირეიტსზე" გამართულ შეხვედრაში, რომელიც "იუნაიტედმა" 3-0 წააგო, სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მაგრამ შესაძლოა, საპასუხო შეხვედრაში ითამაშოს.
"მორგან შნეიდერლინზე არავინ საუბრობს. მაგრამ მორგანმა თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მის გამო ბედნიერი ვარ. ზოგი ფეხბურთელი ქება-დიდებას იღებს, მაგრამ ზოგი - ვერა. ეს სამწუხაროა, რადგან, როცა მატჩის ანალიზს აკეთებ, ხვდები, რომ შნეიდერლინმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა", - განაცხადა ვან გაალმა.