კრის სმოლინგს იმედი აქვს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებს "არსენალის" წინააღმდეგ მატჩში დაუბრუნდება.
ინგლისელმა მცველმა ევროპის ლიგის მატჩი გამოტოვა ტრავმის გამო, რომელიც ინგლისის თასზე "შრუსბერის" წინააღმდეგ მიიღო. ცენტრალურ მცველს იმედი აქვს, რომ გუნდის დახმარებას მომდევნო შეხვედრაშივე მოახერხებს. "იმედი გამიცრუვდა, რომ ის მატჩი გამოვტოვე, მაგრამ იმედი მაქვს, ამ შეხვედრაში ვითამაშებ. სხვა ბიჭებისგან განსხვავებული არაფერი გამიკეთებია, მაგრამ გასული სეზონის მეორე ნახევრიდან მოყოლებული კარგ ფორმაში ვარ და ვცდილობ, ასევე ვიყო. იქნებ დიდხანს გაგრძელდეს", - განაცხადა სმოლინგმა.
კვირის მატჩი მნიშვნელოვანია "იუნაიტედისთვის" იმ მხრივ, რომ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად პრემიერ ლიგის ოთხეულში შესვლა სჭირდება. თუმცა სმოლინგისთვის ეს მატჩი ემოციურადაც მნიშვნელოვანია. "ამ მატჩს ყოველთვის მოუთმენლად ველოდები. საიდუმლო არ არის, რომ ბავშვობიდან "არსენალს" ვგულშემატკივრობ, ამიტომ მატჩი გაცილებით მნიშვნელოვანია ჩემთვის და მით უმეტეს იმიტომ, რომ ქვეყნის ორი უდიდესი გუნდი თამაშობს. იმედი მაქვს, მოედანზე გავალ".
როცა სთხოვეს, დაესახელებინა "არსენალთან" მისი ყველაზე სამახსოვრო მატჩი, სმოლინგმა აღნიშნა: "ემირეიტსზე" გამართული შეხვედრა, რომელშიც უაზამ გაიტანა, კარგი გასვლითი გამარჯვება მოვიპოვეთ. სახლშიც ბევრი კარგი მატჩი ჩაგვიტარებია.
8-2 გამარჯვება დიდებული დღე იყო. როცა ველბზმა (უელბეკი) ინგლისის თასზე გასულ სეზონში მათი გამარჯვების გოლი გაიტანა, სიკვდილის ტოლფასი იყო, მაგრამ საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ მათ წინააღმდეგ კარგად ვთამაშობთ".