Calciomercato იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" დიდძალ თანხას იხდიდნენ "იუვენტუსის" მარცხენა მცველის, ალექს სანდროსთვის.
პრესის თანახმად, ტურინულმა გუნდმა ბრაზილიელი ფეხბურთელის თაობაზე მიღებული შეთავაზება უკვე უარყო.
"ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა სანდროს დავიდ ალაბას შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველად მიიჩნევს და მას 40-50 მლნ. ევროდ აფასებს.
სერია A-ს ჩემპიონთა რიგებში სანდრომ მხოლოდ რვა მატჩი ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ მას პატრის ევრას შემცვლელად მოიაზრებენ და მის გაყიდვას არ აპირებენ.