ლუი ვან გაალს იმედი აქვს, რომ მეკარე დავიდ დე ხეა "არსენალთან" თამაშს შეძლებს.
ესპანელმა ტრავმა ევროპის ლიგაზე "მიდტიულანდთან" მატჩის წინა გახურებაზე მიიღო და მას შემდეგ სამი შეხვედრა გამოტოვა.
ვან გაალმა განაცხადა, რომ დე ხეას სერიოზული პრობლემა არ აქვს და "ოლდ ტრაფროდზე" შესაძლოა, კვირას დაბრუნდეს, მაგრამ ჯერ კიდევ საეჭვოა მატჩში კრის სმოლინგის მონაწილეობა.
"დე ხეას დაბრუნების იმედი მაქვს, რადგან ვნახე, როგორ გრძნობდა თავს დღეს. კრის სმოლინგი ჯერ კიდევ საეჭვოა, მაგრამ წინასწარ არასდროს იცი", - განაცხადა ვან გაალმა.