ევროპის ლიგის მეორე მეთექვსმეტედფინალურ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" "მიდტიულანდს" დაუპირისპირდა "ოლდ ტრაფორდზე". მასპინძლებმა მეტოქის კარის აღება 5-ჯერ მოახერხეს და მომდევნო ეტაპზე გასვლა მოახერხეს.
შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თუმცა დეპაის აქტიურობის წყალობით მანჩესტერელებმა მალევე გაათანაბრეს. დებიუტანტმა მარკუს რაშფორდმა 64-ე და 75-ე წუთებზე დუბლის შესრულება მოახერხა, რითაც ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც "წითელი ეშმაკების" მაისურით ევროტურნირზე გოლი გაიტანა. 88-ე წუთზე თერთმეტრიანი დარტყმიდან ანდერ ერერამ მოახერხა გოლის გატანა, ხოლო მატჩის საბოლოო ანგარიში მემფის დეპაიმ დააფიქსირა. მანჩესტერელებმა მეტოქეს 5-1 სძლიეს, მომდევნო ეტაპზე ვან გაალის გუნდი "ლივერპულს" დაუპირისპირდება.