ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ არასდროს უნახავს "მანჩესტერ იუნაიტედის" გასახდელში ისეთი ბედნიერი სახეები, როგორიც ევროპის ლიგის მატჩის მოგების შემდეგ იხილა.
"იუნაიტედმა" დანიის ჩემპიონი "მიდტიულანდი" დებიუტანტი მარკუს რეშფორდისა და პარტნიორების დახმარებით 5-1 დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა.
ორ სხვადასხვა ტურნირზე მოპოვებული გამარჯვება გუნდის განწყობას ამაღლებს და ვან გაალი ადასტურებს, რომ გასახდელ ოთახში ჯერ არ ნახული ემოციები იხილა.
"ასეთი გასახდელი ოთახი მანამდე არასდროს მინახავს.
უხაროდათ არა მარტო იმ ფეხბურთელებს, ვინც ითამაშა, არამედ სათადარიგოებსაც, ტრავმირებულებსაც, თითოეული მათგანი იქ იყო, იცინოდნენ, ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ და ბედნიერები იყვნენ. ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ეს მოხდა", - განაცხადა ჰოლანდიელმა.