თბილისი:
მანჩესტერი:
26-02-2016, 22:29
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3850,
კომენტარები: 13
ვან გაალი ტრავმირებულ ფეხბურთელთა შესახებ
ლუი ვან გაალი "არსენალთან" მატჩში ფეხბურთელთა შესაძლო მონაწილეობაზე საუბრობს.
ვან გაალი ტრავმირებულ ფეხბურთელთა შესახებ
ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით მისთვის უცნობია, მოახერხებს თუ არა ენტონი მარსიალი "არსენალთან" თამაშს.

ფრანგი ფორვარდი "მიდტიულანდთან" მატჩის წინა გახურებაზე დაშავდა და მისი ადგილი ევროპის ლიგაზე მარკუს რეშფორდმა დაიკავა.

იგივე მიზეზით უკვე სამი მატჩი გამოტოვა დავიდ დე ხეამაც, რომლის ნაცვლად გუნდს სერხიო რომერო იცავს.

კვირას ვან გაალის შეგირდები "მეთოფეებს" შეხვდებიან, მატჩის წინ კი მწვრთნელმა ტრავმირებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა.

"არ ვიცი, რა მოუვიდა ენტონი მარსიალს, რადგან მან მატჩის წინ მიიღო ტრავმა.

მას ვესაუბრე, ასევე პიზიოთერაპისტს, რომელმაც უკვე გამოიკვლია და მე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ისეთი მძიმე ტრავმა არ აქვს, როგორიც გვეგონა, თუმცა წინასწარ არასდროს იცი.

მიხარია, რომ როხომ 10 თუ 15 წუთი ითამაშა და უკვე აჩვენა თავისი ფორმა, ძალიან კარგი იყო, ჩემი აზრით.

როხო მატჩებში უნდა გამოვიყენო, მაგრამ ადვილი არ არის, რადან მან მხოლოდ ორჯერ ივარჯიშა ჩემთან ერთად, პირველ დღეს მეორე გუნდთან, შემდეგ კი ჩვენთან ერთად, ასე რომ, რისკს ვწევ ამის გასაკეთებლად, მაგრამ ეს სწორედ ჩემი გასაკეთებელია და იმედი მაქვს, მატჩებში გამოვიყენებთ.

ვალენსია ბრუნდება, ფელაინიც ბრუნდება, საერთოდ, მარტში ბევრი ფეხბურთელი გვიბრუნდება და შემდეგ კვლავ ძლიერი შემადგენლობა გვეყოლება. თუმცა, ეს მატჩი მნიშვნელოვანია ბევრი ფეხბურთელისთვის".


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
26 თებერვალი 2016 22:36
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
Arsenaltan martialis gareshe viqnebit, rac imas nishnavs ro shetevashi did verafers ver gavaketebt, tu ra tqma unda depaym saocrebebi ar gaaketa
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: RojoDiablo
26 თებერვალი 2016 22:37
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ფელაინის დაანებე თავი საერთოდ, ვარელა კიდე ისე თამაშობს, რომ აღარც დარმიანი მახსოვს და აღარც ვალენსია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 თებერვალი 2016 22:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რუნი???? recourse

ძალიან დიდი დანაკლისი იქნება მარსიალი, თუმცა არა მარტო მარსიალი, სმოლინგიც და დე ხეაც რა თქმა უნდა. იმედია იქნებიან არსენალთან, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება.
0
№4
ავტორი: GeorgeBest
26 თებერვალი 2016 22:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დეპაიმ ისევ ისე მოინდომოს და კარგი ფლანგები გვეყოლება. ვარელა უფრო ყურადღებით უნდა იყოს, უკან თითქმის არ იხედება ტიპი

მარსიალის ტრავმა არანაირად არ აწყობდა გუნდს, იმედია იქნება არსენალთან
0
№5
ავტორი: Ueidi
26 თებერვალი 2016 23:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
Exa arsenali dasasjeli gvyavs da ra gamodis lesters vachempionebt :D
0
№6
ავტორი: Ashley Young
27 თებერვალი 2016 00:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
მარსიალი არის ოქროს ბიჭი!!! შავი ოქრო!!! ისე ლივერპულის მერე ყველაზე ბანძი სატრანსფერო პოლიტიკა ჩვენ გვაქვს!!! კიდე კაი დავიდი დარჩა))) დარმიანი - კარგი ფეხბურთელია, უბრალოდ აქაურ ტემპს ვერ შეეგუა ჯერჯერობით... ვის გგონიათ სმოლინგი ახალი ფერდინანდი და ჯონსი - ვიდიჩი?))) სმოლინგის რა მოგწონთ ხალხო გამაგებინეთ? ბაალაბანდურა მცველია მაგარი და მაგის იმედზე როგორ უნდა იყოს გუნდი? ვაბშე და დაცვის ცენტრს სჭირდება გამოცდილი და ნამდვილად ძლიერი კადრი (მინიმუმ ერთი). როხო და ბლინდი გასაკრასკია... შოუზე მაგრად დამწყდა გული, კარგი ბიჭია. ნახევარდაცვა))) შვაინა რატო იყიდეს, რეალური მიზეზი დამისახელეთ თუ შეგიძლიათ))) კერიკი, შნეიდერლინი და ერერა ძალიან კარგად გამოიყურება!!! შვაინა იმხელა თანხა დაჯდა, რომ... თან 3 ერთი სტილის ფეხბურთელი! ნახევარდაცვა ჩამოუწყობელი მოკლედ... მატა ვერცერთმა მწვრთნელმა ვერ გამოიყენა, როგორც საჭიროა, ვერგავიგე რომ იყიდეს ინსტრუქცია დაკარგეს?))) თავდასხმაში რუნი - მარსიალი კი კაია, მაგრამ ერთი "ნაკანეჩნიკი" თავდამსხმელი საჭიროა (გაგდებული ჩიჩარიტო) ან ვინმე მისი სტილის... მოკლედ ვინმე კარგი მწვრთნელი გვინდა, კარგი - წარმატებაზე/მანჩესტერზე მორგებული პროექტით!!! ალბათ ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ რეალობის შეგრძნება არ უნდა იგივდებოდეს სუბიექტურობასთან...

პ.ს მემფისზე დავაფიქსირე უკვე ჩემი აზრი - 0
0
№7
ავტორი: Jorbe-Jorbe
27 თებერვალი 2016 00:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
იმედია მარსიალი და დეხეა იქნება არსენალთან.
0
№8
ავტორი: Mufc7
27 თებერვალი 2016 02:17
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ბოლო აბზაცით უნდა დაწყებულიყო სტატია wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№9
ავტორი: red devil
27 თებერვალი 2016 08:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
არსენალი დღეს გაცილებით ძლიერია ვიდრე ჩვენ და მოდი სიმართლე ვთქვათ რუნის დეხეასა და მარსიალის გარეშე შანსი არ გვაქ
0
№10
ავტორი: kerik
27 თებერვალი 2016 09:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
Martalia
ციტატა: red devil
არსენალი დღეს გაცილებით ძლიერია ვიდრე ჩვენ და მოდი სიმართლე ვთქვათ რუნის დეხეასა და მარსიალის გარეშე შანსი არ გვაქ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top