არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელისადმი სიმპათიითა და პატივისცემით არის განწყობილი.
ცუდი შედეგების მქონე ჰოლანდიელი სპეციალისტი მიმდინარე სეზონში არაერთი კრიტიკოსის სამიზნე გახდა, რადგან მისი გუნდი პრემიერ ლიგაში მეხუთე ადგილზე იმყოფება.
"არსენალი" "ოლდ ტრაფორდზე" კვირას ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდის რანგში ჩავა და ფავორიტად ითვლება, ვენგერი კი მატჩის წინ აცხადებს, რომ ვან გაალის მდგომარეობას განიცდის.
"დღეს "იუნაიტედის" შესახებ ბევრი ლაპარაკი არ მინდა, რადგან ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ კონცენტრირებულნი, თუმცა ვან გაალს პატივს ვცემ და მისდამი სიმპათიით ვარ განწყობილი, რა თქმა უნდა.
იყო ფავორიტი, არ ნიშნავს განსაკუთრებულ რამეს, ეს მხოლოდ აზრია. შედეგი თამაშის ხარჯზე მოდის და სწორედ ამ რეალობაზე გსურს კონცენტრირება. ლაპარაკი კარგია, მაგრამ შედეგი თამაშს მოაქვს", - განაცხადა ფრანგმა.