თბილისი:
მანჩესტერი:
29-02-2016, 16:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2747,
კომენტარები: 7
დეკუ სქოულზის შესახებ
პორტუგალიელი ნახევარმცველი პოლ სქოულზის შესახებ საუბრობს.
დეკუ სქოულზის შესახებ
"ჩელსის" ყოფილ ნახევარმცველ დეკუს მიაჩნია, რომ პოლ სქოულზი პრემიერ ლიგაში საუკეთესო ინგლისელი ნახევარმცველი იყო.

პორტუგალიელი ფეხბურთელი ორი სეზონის განმავლობაში თამაშობდა ფრენკ ლამპარდის გვერდით, ხოლო სტივენ ჯერარდს არაერთხელ დაპირისპირებია საკლუბო და სანაკრებო დონეზე.

"მე მითამაშია ჯერარდის მსგავსი ბევრი დიდებული ფეხბურთელის გვერდით და წინააღმდეგ.

"ჩელსიში" ლამპარდთან ერთად თამაშის საშუალება მქონდა. ვფიქრობ, იგი ყველა ინგლისელი ფეხბურთელისგან განსხვავებული ტიპის ნახევარმცველი იყო, მაგრამ პოლ სქოულზი საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი იყო, რომლის თამაშიც მინახავს და ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში.

ვფიქრობ, ამჟამადაც არსებობს რამდენიმე მსგავსი ფეხბურთელი.

მადრიდში მოდრიჩი. ინიესტა ჯერ კიდევ თამაშობს. ჩავი. ჩემს თაობაში პოლ სქოულზი ასეთი იყო. ასეთი სტილის მქონე ცოტა ფეხბურთელი არსებობს, რადგანაც ჩემი აზრით, ფეხბურთელთა უმრავლესობა "ბოქს-თუ-ბოქსის" სტილისაა და არა მატჩის გამაკონტროლებელი, გუნდის ბალანსის შემნარჩუნებელი".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
29 თებერვალი 2016 17:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უკლებლივ ყველა აღიარებს სქოულზის ძლიერებას და ლივერ****ს საიტზე გვიმტკიცებენ შეიძლება ტოპ კლასიც არ იყოო areyoukiddingme
0
№2
ავტორი: Count Alucard
29 თებერვალი 2016 18:21
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ყველას თავისი აზრი აქვს და როგორც ნათქვამია გემოვნებაზე არ დაობენ...
0
№3
ავტორი: Best 7
29 თებერვალი 2016 18:26
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ციტატა: General
უკლებლივ ყველა აღიარებს სქოულზის ძლიერებას და ლივერ****ს საიტზე გვიმტკიცებენ შეიძლება ტოპ კლასიც არ იყოო areyoukiddingme

ლივერპულის ფანებს რო კითხო ტრებლს აკეთებდნენ ამ წელს
0
№4
ავტორი: Mufc7
29 თებერვალი 2016 19:28
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ციტატა: Count Alucard
ყველას თავისი აზრი აქვს და როგორც ნათქვამია გემოვნებაზე არ დაობენ...

დიდი სისულელეა ეგ გამონათქვამი, მე თუ მკითხავ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
29 თებერვალი 2016 21:59
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ციტატა: Count Alucard
ყველას თავისი აზრი აქვს და როგორც ნათქვამია გემოვნებაზე არ დაობენ...

არადა სწორედ გემოვნებაზე დაობენ ყველაზე მეტს.

მაგრამ სქოულზი რო შეუდარებელი იყო, ამას დავა არ სჭირდება
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 თებერვალი 2016 22:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ვინც აზროვნებს იცის ვინ არის და რას წარმოადგენს სქოულზი. რაც შეეხება ლივერპულის ფანებს, რომლებიც დიდ სისულელეს ამბობენ, მათ უბრალოდ ბოღმა ალაპარაკებთ და მეტი არაფერი, თორე როგორ შეგიძლია სქოულზზე რამე ცუდი ამოგივიდეს პირიდან???
0
№7
ავტორი: RojoDiablo
1 მარტი 2016 07:38
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: ვახო ( G G M U)
ვინც აზროვნებს იცის ვინ არის და რას წარმოადგენს სქოულზი. რაც შეეხება ლივერპულის ფანებს, რომლებიც დიდ სისულელეს ამბობენ, მათ უბრალოდ ბოღმა ალაპარაკებთ და მეტი არაფერი, თორე როგორ შეგიძლია სქოულზზე რამე ცუდი ამოგივიდეს პირიდან???

მე ვიცნობ ლივერპულის ერთ ფანს, მანჩესტერის ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც აფასებს და სწორედ პოლია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top