"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულ ფეხბურთელ პოლ სქოულზს მიაჩნია, რომ მის ყოფილ კლუბს "არსენალის" დამარცხების ძალა არ შესწევს.
"წითელი ეშმაკები" კვირას პრემიერ ლიგაში მესამე ადგილზე მყოფ "მეთოფეებს" დაუპირისპირდებიან, ყოფილ ნახევარმცველს კი მიაჩნია, რომ ვან გაალის შეგირდები "ოლდ ტრაფორდზე" ფავორიტები არ იქნებიან. "არსენალი" მართლაც კარგი გუნდია შესანიშნავი შემტევი ფეხბურთელებით და გულახდილად რომ გითხრათ, ასეთი დაცვის ხაზის მქონე "იუნაიტედის" გამო ძალიან მეშინია.
თუ "არსენალის" სიძლიერესა და შეტევით პოტენციალს შეხედავთ, გამოჩნდება, რომ ძალიან რთული იქნება. ეს დიდი მატჩია და "არსენალთან" დიდი ნაბიჯის გადადგმა იქნება საჭირო", - განაცხადა სქოულზმა.
ენტონი მარსიალმა "მიდტიულანდთან" მატჩამდე ტრავმა მიიღო და პოლ სქოულზს მიაჩნია, რომ ვან გაალი გუნდის შემადგენლობას არ შეცვლის.
"არა მგონია, მას სხვა არჩევანი ჰქონდეს და ვფიქრობ, სწორედ ასეთ შემადგენლობას ვიხილავთ კვირასაც".