"მანჩესტერ იუნაიტედის" პოტენციური მეტოქეები.
"მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვება "მიდტიულანდთან" ნიშნავს, რომ "წითელი ეშმაკები" ევროპის ლიგის 1/8 ფინალში ითამაშებენ, ხოლო თუ ვის შეხვდებიან, დღევანდელი კენჭისყრა გაარკვევს.
კენჭისყრა დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში თბილისის დროით 16:00 სთ-ზე გაიმართება. 1/8 ფინალში არ არის განთესილი გუნდები, შესაბამისად, "იუნაიტედი" შეიძლება შეხვდეს ნებისმიერ მეტოქეს, მათ შორის ინგლისურ "ლივერპულსა" და "ტოტენჰემს", რომლებმაც "აუგსბურგსა" და "ფიორენტინას" სძლიეს შესაბამისად.
"იუნაიტედი" არასდროს შეხვედრია "სევილიას", ევროპის ლიგის მოქმედ გამარჯვებულს, რომელიც ტურნირის ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბია.
თუმცა "იუნაიტედი" შეხვედრია სხვა ესპანურ გუნდს, ბილბაოს "ატლეტიკს", რომელმაც 2012 წელს ორი მატჩის ჯამში დაამარცხა "წითელი ეშმაკები".
მომდევნო რაუნდში გავიდა კიდევ ერთი ესპანური კლუბი "ვალენსია", რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელი, გარი ნევილი წვრთნის თავის ძმასთან, ფილ ნევილთან ერთად.
ევროპის ლიგის 1/8 ფინალში გასული გუნდების სრულია სია:"მანჩესტერ იუნაიტედი"
"ლივერპული" (ინგლისი)
"ტოტენჰემი" (ინგლისი)
"ატლეტიკი" (ესპანეთი)
"სევილია" (ესპანეთი)
"ვალენსია" (ესპანეთი)
"ვილიარეალი" (ესპანეთი)
"ბაიერ ლევერკუზენი" (გერმანია)
"ბორუსია დორტმუნდი" (გერმანია)
"ბრაგა" (პორტუგალია)
"სპარტა პრაღა" (ჩეხეთი)
"ლაციო" (იტალია)
"შახტარ დონეცკი" (უკრაინა)
"ფენერბაჰჩე" (თურქეთი)
"ბაზელი" (შვეიცარია)
"ანდერლეხტი" (ბელგია)
1/8 ფინალის პირველი მატჩები 10 მარტს ჩატარდება, ხოლო საპასუხო შეხვედრები 17 მარტს.
წყარი:
manutd.com