თბილისი:
მანჩესტერი:
26-02-2016, 10:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3572,
კომენტარები: 13
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ვან გაალის კომენტარი მოგებული მატჩის შემდეგ.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალმა "მიდტიულანდთან" შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედის" გამოსვლა შეაქო და მატჩის შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

შედეგის შესახებ

"დიდებული თამაში იყო და ვფიქრობ, გულშემატკივარმა ისიამოვნა ჩვენი შემტევი ფეხბურთით. როცა მათ გოლი გაიტანეს, შუა ხაზი პირველად გადაკვეთეს. ჩვეულებრივ, ასეთ დროს შენი თავდაჯერებულობა სუსტდება, მაგრამ ასე არ მოხდა, რადგან გოლი გავიტანეთ, თუმცა პენალტი გავაფუჭეთ - დაუჯერებელია! თუმცა მაინც წინ და წინ მივიწევდით, ასე რომ, ჩემი ფეხბურთელები უნდა შევაქო, რადგან ამის გაკეთება ადვილი არ არის".

გუნდური სული

"დაუჯერებელია, როგორი სულისკვეთება აქვს გუნდს. იმედი მაქვს, გულშემატკივრებმა ამ შეხვედრით ისიამოვნეს, რადგან სანახაობრივი ფეხბურთი გამოვიდა - ბევრი შესატევი ვითარება შეიქმნა. დაუჯერებელია, როცა ამას ხედავ შეხვედრაში, რომელშიც ენტონი მარსიალი დაკარგე. მიწურულს, 5-1 გუნდში მყოფი მრავალი ახალგაზრდით ფანტასტიკურია".

მარკუს რეშფორდი

"დაუჯერებელი იყო. ვფიქრობ, პირველ ტაიმში ძალიან ბევრს დარბოდა, მთელი მოედნის გასწვრივ და ჩემი აზრით, თავდამსხმელმა უფრო მეტი დრო უნდა გაატაროს კარის სიახლოვეს. ვუთხარი, რომ, თუ ამას გააკეთებდა, გოლს გაიტანდა და მანაც ორჯერ გაიტანა, რაც ფანტასტიკურია! ეს მნიშვნელოვანი გოლია არა მარტო მისთვის, არამედ მთელი გუნდისთვის, რადგან ეს გამარჯვება გვჭირდებოდა. ჯერ კიდევ სამ ტურნირზე ვიბრძვით, რაც ბევრ კლუბს არ შეუძლია".

მემფის დეპაი


"მემფისის შესანიშნავი თამაში ვიხილე, ყველამ იხილა - ვფიქრობ, ისიც საოცარი იყო. იმედი მაქვს, "არსენალთანაც" ასე ითამაშებს, ეს სულ სხვა დონეა, მაგრამ ძალიან მჯერა, რომ შეძლებს".

მომდევნო მატჩები

"შეგიძლიათ, თქვა, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ, მაგრამ "არსენალს" ორ დღეში უნდა ვეთამაშოთ, რაც მეტ-ნაკლებად, ადვილი არ არის, რადგან ფეხბურთელებს აღდგენა სჭირდებათ. ამას უნდა გავუმკლავდეთ და იმედი მაქვს, კარგი მატჩი იქნება".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
26 თებერვალი 2016 11:03
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რეშფორდი პირველ ტაიმში მართლა უცნაურად თამაშობდა. ხშირად ჩნდებოდა მემფისის ფლანგზე და სულ გავიძახოდი, ეს რანაირი ფორვარდია-მეთქი, მაგრამ ყოჩაღ, ლუი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: abrama
26 თებერვალი 2016 11:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Napoli megona me yvelaze didi metoqe mara sheursula viliarealma.
Albat yvelaze didi konkurenti inglisuri klubebi iqneba da imedia movigebt qm turnirs, dzaan magari iqneba marrla.
0
№3
ავტორი: ALEXFERGUSON
26 თებერვალი 2016 11:23
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: RojoDiablo
რეშფორდი პირველ ტაიმში მართლა უცნაურად თამაშობდა. ხშირად ჩნდებოდა მემფისის ფლანგზე და სულ გავიძახოდი, ეს რანაირი ფორვარდია-მეთქი, მაგრამ ყოჩაღ, ლუი.

არადა შეუძლია ვანგაალსაც,რომ საკმაოდ კარგი და შეტევითი ფეხბურთი ათამაშოს. რატო არ აკეტებს ამას ვერ ვხდები და რატო არ აძლევს ფეხბურთელებს სწორ მითითებებს.როგორც თუნდაც გუშინ რაშფორდს უთხრა. გუნდს აქვს ამ სასტავიტაც კი საკმაოდ დიდი შეტევის პოტენციალი,უბრალოდ უკან პასს და დაცვას რატო ათამაშებს ვერ ვხვდები მართლა.
0
№4
ავტორი: RojoDiablo
26 თებერვალი 2016 11:31
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: ALEXFERGUSON

არადა შეუძლია ვანგაალსაც,რომ საკმაოდ კარგი და შეტევითი ფეხბურთი ათამაშოს. რატო არ აკეტებს ამას ვერ ვხდები და რატო არ აძლევს ფეხბურთელებს სწორ მითითებებს.როგორც თუნდაც გუშინ რაშფორდს უთხრა. გუნდს აქვს ამ სასტავიტაც კი საკმაოდ დიდი შეტევის პოტენციალი,უბრალოდ უკან პასს და დაცვას რატო ათამაშებს ვერ ვხვდები მართლა.


იმიტომ, რომ ფილოსოფია აქვს ასეთი areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: abrama
26 თებერვალი 2016 11:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
ციტატა: ALEXFERGUSON
ციტატა: RojoDiablo
რეშფორდი პირველ ტაიმში მართლა უცნაურად თამაშობდა. ხშირად ჩნდებოდა მემფისის ფლანგზე და სულ გავიძახოდი, ეს რანაირი ფორვარდია-მეთქი, მაგრამ ყოჩაღ, ლუი.

არადა შეუძლია ვანგაალსაც,რომ საკმაოდ კარგი და შეტევითი ფეხბურთი ათამაშოს. რატო არ აკეტებს ამას ვერ ვხდები და რატო არ აძლევს ფეხბურთელებს სწორ მითითებებს.როგორც თუნდაც გუშინ რაშფორდს უთხრა. გუნდს აქვს ამ სასტავიტაც კი საკმაოდ დიდი შეტევის პოტენციალი,უბრალოდ უკან პასს და დაცვას რატო ათამაშებს ვერ ვხვდები მართლა.

Lui sul mag stilis mwvrtneli iyo barsashic, bavariashic, burtis chera uyvarda da nel pexburts tamashobda, tumca ver xvdeba rom inglishiar amartlebs eg stili, aha dzmao lesteri daicheren tu ararts egreve garbian shetevaze da magiromaac
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 თებერვალი 2016 11:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
არსენალთან გაცილებით სხვა თამაში იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც დღეს ვიბრძოლეთ ბოლომდე იქაც მასე უნდა ვიბრძოლოთ, თუ წავაგებთ კიდე იმედია ღირსეულად წავაგებთ და არა ისე როგორც ხშირ შემთხვევებში ხდება ხოლმე.
0
№7
ავტორი: Tetri Martiali
26 თებერვალი 2016 11:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
აი რო ვაგინებდით ყველა დედის ტრაკს რო ვაფარებდით... ეხლა ნელნელა გამოჩნდება თუ როგოი დიდებული მწვრთვნელია... ეს ჯერ დასაწყისია! manutd am
0
№8
ავტორი: Dato de gea quantana
26 თებერვალი 2016 12:09
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 89
Joe Riley ამაზე რატომ არაფერს ამბობთ ჩემი აზრით კარგად ითამაშა, ტექნიკაც აქვს და განვითარებაც შეუძლია, ამ თამაშში მე ჯექსონას არ ყოფნა არ მაგრძნობინა მამენტ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ M-A-N-C-H-E-S-T-E-R
U-N-T-E-D

Rel.ge
№9
ავტორი: Jorbe-Jorbe
26 თებერვალი 2016 13:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
და ამ დიდებული მატჩის შემდეგ შევხვდებით არსენალს და 3-0 წავაგებთ
0
№10
ავტორი: kerik
26 თებერვალი 2016 13:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
Arsenalio derphappycry
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top