ხუან მატა აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები ისევე უკმაყოფილონი არიან შედეგებით, როგორც გულშემატკივარი.
დანიაში წაგებულმა მატჩმა კრიტიკის უფრო მეტი საფუძველი გააჩინა, თუმცა მას შემდეგ "იუნაიტედმა" უკვე მოიგო ერთი მატცი და ინგლისის თასის მეექვსე რაუნდში გავიდა.
"ჩვენ ვართ ისინი, ვინც თამაშობენ, ამიტომაც ჩვენ, როგორც ფეხბურთელებს, კლუბისთვის საუკეთესო გვინდა. საუკეთესო გვინდა გულშემატკივრებისთვისაც და ვიცით, რომ უკეთესად უნდა ვთამაშობდეთ.
ასე რომ, გულშემატკივართა უკმაყოფილებას ჩვენც ვგრძნობთ, რადგან ჩვენც უკმაყოფილონი ვართ. როგორც ფეხბურთელს, მრავალი მწვრთნელის ხელმძღვანელობის ქვეშ მითამაშია, ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობდი და ყოველთვის ვცდი. ეს არის ჩემი სამუშაო, ჩემი ვალდებულება - მაქსიმუმის გაღება ნებისმიერ დროს", - გამაცხადა ესპანელმა.
მატას ჰკითხეს, თუ რა რეაქცია ჰქონდა "მიდტიულანდთან" მატჩში პოლ ონუაჩუს ეპიზოდში ნეგატიური როლის შესრულებაზე.
"კარგი, პროფესიონალი ფეხბურთელი ამას უნდა შეეჩვიო, როცა ასეთ კლუბში თამაშობ. ამისთვის მზად უნდა იყო. მაგრამ ჩემზე უკეთ არავინ იცის, როგორ ვითამაშე იმ შეხვედრაში. ჩვენზე უკეთ არავინ იცის, რას ვგრძნობდით იმ შეხვედრაში და ვთამაშობდით თუ არა კარგად. ეს ყველაფერი არ მაღელვებს. ძალიან, ძალიან მოწყენილი და უკმაყოფილი ვიყავი თამაშით შედეგის გამო და ჩვენი გულშემატკივრების გამო - მაგრამ არა მედიის კრიტიკის გამო".
მატამ 2013 წელს ევროპის ლიგა "ჩელსისთან" ერთად მოიგო და არ ეთანხმება იმ აზრს, თითქოს ამ ტურნირზე გამოსვლა გუნდის შიდა ტურნირზე ნეგატიურ გავლენას ახდენდეს.
"ბევრი მატჩია. იმედი მაქვს, დღეს გავიმარჯვებთ, წინ კიდევ ბევრი თამაშია. ეს ტურნირი მოვიგე და ამით ძალიან ვამაყობ. ჩემი კარიერის მორიგი ტიტული, ევროპული ტიტულია. როგორც ვიცი, კლუბისთვის პირველი შემთხვევა იქნება, ასე რომ, მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ორმაგად მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ეს თასი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის საშუალებას გაძლევს.
არ ვფიქრობ, რომ საკითხი ხუთშაბათობით თამაშში დგას, არა. პირადად ჩემთვის, ეს საკითხი სულაც არ იდგა, როცა იმ სეზონში ტიტული მოვიგეთ, რადგან უფრო მეტი მატჩი ჩავატარეთ, ვიდრე ჩვეულებრივ ვატარებდით და ამის გამო მოხარული ვიყავი. როცა მომდევნო რაუნდებში გადიხარ და ფინალს უახლოვდები, წადილი უფრო იზრდება, ვიდრე დაღლილობა".