თბილისი:
მანჩესტერი:
25-02-2016, 21:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2214,
კომენტარები: 6
რომერო: "ყოველთვის მზად ვარ სათამაშოდ"
სერხიო რომერო მატჩის წინ.
რომერო:
სერხიო რომერომ "მიდტიულანდთან" მატჩში დავიდ დე ხეას ტრავმის შემდეგ არაჩვეულებრივი თამაში აჩვენა და მომდევნო შეხვედრაც სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.

რომეროს პირადი მატჩის წინა მზადება მხოლოდ იმას გულისხმობდა, რომ გასახდელ ოთახში მაისური მოირგო, მაგრამ ამას არგენტინელი არ შეუჩერებია და 28 ოქტომბრის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში პირველად დაწყებული შეხვედრის შემდეგ, გუნდს უდიდესი დახმარება აღმოუჩინა.

"ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნების წინ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა "იუნაიტედის" ოფიციალურ ჟურნალს და განაცხადა, რომ კვლავ მზად არის, კონკურენცია გაუწიოს დავიდ დე ხეას.

"იღბლიანი ვარ, რომ მშვიდი ვარ. ყოველთვის მზად უნდა ვიყო და თამაშის შანსს დაველოდო. დავიდს გახურებაში ვეხმარებოდი, შემდეგ ტრავმა მიიღო, მე კი გახურების საშუალება არ მომეცა, რადგან მხოლოდ ხუთი წუთი რჩებოდა მატჩის დაწყებამდე.

მაგრამ ჩემი თამაში მეტწილად ჩემს მენტალურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. გონებრივად თავს კარგად და მშვიდად ვგრძნობ, პრობლემა არ მაქვს; შემიძლია გახურების გარეშეც ვითამაშო, თითქოს ნახევარი საათის განმავლობაში მოვმზადებულიყავი.

ჩემი სეივები გუნდს დაეხმარა და საშინაო მატჩის წინ უკეთეს მდგომარეობაში ვართ. სამწუხაროდ, სეივებს დიდი არაფერი მოჰყოლია, რადგან პოზიტიური შედეგით ვერ დავბრუნდით.

თუმცა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს სეივები, რადგან საკუთარ თავს ვუჩვენე, რომ ყოველთვის მზად ვარ სათამაშოდ და თანაგუნდელების დასახმარებლად, როდესაც შანსს მივიღებ".


რომეროს მიაჩნია, რომ მეორე ტაიმში პოლ ონუაჩუსთვის აღებული ბურთი მისთვის საუკეთესოა.

"ჩემს სიცოცხლეში ერთ-ერთი საუკეთესო სეივი იყო. კიდევ ერთი სეივი განვახორციელე, როცა "სამპდორიას" რიგებში "რომას" წინააღმდეგ ვთამაშობდი, რომელიც ამას ჰგავდა. შესაძლოა, ის სეივი ჩემგან იმდენს არ მოითხოვდა, მაგრამ ძალიან ჰგავდა ჩემი მოძრაობით.

ორივე შემთხვევა მშვენიერი იყო და პირადად მე მეუბნება, რომ ნებისმიერ დროს მზად ვარ, როცა მწვრთნელს დავჭირდები".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
25 თებერვალი 2016 21:51
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
შენ ეგეთები არსენალთანაც აიღე და მერე დე ხეას სათადარიგოზეც დატოვებ areyoukiddingme

დღეს წესით არ უნდა მოუწიოს ასე კარგად თამაშმა, მაგრამ არსენალთან ნამდვილად ექნება ბევრი სამუშაო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
25 თებერვალი 2016 22:04
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დავიდს გახურებაში ვეხმარებოდი, შემდეგ ტრავმა მიიღო

derpgop
0
№3
ავტორი: RojoDiablo
25 თებერვალი 2016 22:18
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: General
დავიდს გახურებაში ვეხმარებოდი, შემდეგ ტრავმა მიიღო

derpgop


შენც იმას ფიქრობ, რასაც მე? am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 თებერვალი 2016 22:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: General
დავიდს გახურებაში ვეხმარებოდი, შემდეგ ტრავმა მიიღო

derpgop


შენც იმას ფიქრობ, რასაც მე? am

გაუჩალიჩა უეჭველი wink
0
№5
ავტორი: Iunaitedi
25 თებერვალი 2016 22:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Romero formashia.
0
№6
ავტორი: kerik
26 თებერვალი 2016 13:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
Arsenalta

ციტატა: Gio7
Romero formashia.

Arsenaltan facepalm
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top