ჯეიმი ვარდის პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში დაუჯერებელი შედეგები აქვს და ძალიან ცოტა მცველი თუ ახერხებს მის შეჩერებას.
ინგლისელმა ფეხბურთელმა 19-ჯერ მოახერხა თავის გამოჩენა სხვადასხვა მეტოქეების წინააღმდეგ და "ლესტერ სიტის" პირველ ადგილზე ყოფნაში მას უდიდესი წვლილი მიუძღვის.
როცა ვარდის Betfair-მა სთხოვა, დაესახელებინა ყველაზე რთული მეტოქე, მას გრძელი სია არ ჰქონია.
"ფლიტვუდის" ყოფილმა ფეხბურთელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველი, კრის სმოლინგი აირჩია, რომელსაც თავის მხრივ კარგი სეზონი აქვს.
"პირადი შეხებულებით, კრის სმოლინგი. ის ყოველთვის მჭიდროდ გეთამაშება და ყოველთვის ირგვლივ არის, რათა ბურთით მინიმუმის გაკეთების საშუალება მოგცეს და მობრუნება არ გაცალოს.
ეს ყველაფერი ძალიან ართულებს თამაშში თანაგუნდელის ჩართვას", - განაცხადა ვარდიმ.