"მანჩესტერ იუნაიტედი" ევროტურნირების მასშტაბით მერვედ შეეცდება პირველ მატჩში გაჩენილი დეფიციტის აღმოფხვრას.
ლუი ვან გაალის შეგირდები "მიდტიულანდთან" წინა კვირაში 2-1 დამარცხდნენ და "ოლდ ტრაფორდზე" დღეს შესაფერისი ანგარიშით გამარჯვება დასჭირდებათ იმისათვის, რომ ევროპის ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
უკანასკნელად, როცა "იუნაიტედს" მეორე მატჩში "ქამბექის" განხორციელება მოუხდა, 2014 წელს ჩემპიონთა ლიგაზე გამართული შეხვედრა იყო. რობინ ვან პერსის ჰეთ-ტრიკით მაშინ დევიდ მოიესის გუნდმა "ოლიმპიაკოსი" ორი მატჩის ჯამში 3-2 დაამარცხა.
დასამახსოვრებელი მომენტები მოხდა 1957, 1984 და 2007 წლებში, როცა "იუნაიტედმა" "ბილბაოს", "ბარსელონასა" და "რომას" წინააღმდეგ ჩაიდინა მსგავსი რამ.