Gazzetta dello Sport ირწმუნება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ფიორენტინას" ფედერიკო ბერნარდესკის თაობაზე შეთავაზება გაუკეთა.
"წითელი ეშმაკების" შეთავაზება 28 მლნ. ევროს უდრის ფეხბურთელის თაობაზე, რომელიც "ლა ვიოლას" რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს და უკვე ხუთი გოლი გაიტანა.
მიუხენის "ბაიერნი", "ბარსელონა" და "ჩელსი" ინტერესდებიან 22 წლის ფეხბურთელით, მათი სკაუტები კი "ტოტენჰემისა" და "ფიორენტინას" მატჩს დაესწრნენ.
ბერნარდესკი სავარაუდოდ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების რიგებში ითამაშებს და კვლავაც წარმატებით იასპარეზებს, სერია A-ს გუნდი მასში 40 მლნ. ევროს მოითხოვს.