თბილისი:
მანჩესტერი:
27-02-2016, 14:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2508,
კომენტარები: 8
შვაინშტაიგერი: "ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებ"
ბასტიან შვაინშტაიგერი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
შვაინშტაიგერი:
ბასტიან შვაინშტაიგერი აცხადებს, რომ ევრო-2016-ზე მისი მონაწილეობა ეჭვს არ იწვევს.

გერმანიის ნაკრების კაპიტანმა იანვარში "შეფილდ იუნაიტედთან" მატჩში მიიღო ტრავმა და მას შემდეგ ვერ ახერხებს თამაშს.

გერმანიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ლოთარ მატეუსმა თავის გრაფაში განაცხადა, რომ იოახიმ ლიოვმა ბასტიანი წარსულის დამსახურების გამო არ უნდა წაიყვანოს, მაგრამ 31 წლის ფეხბურთელი აცხადებს, რომ ტურნირისთვის მზად იქნება.

"თუ გეგმებს არ შეცვლიან და ევროპის ჩემპიონატს მარტში არ გადმოიტანენ, ყველაფერი კარგად იქნება. ეჭვი არ მეპარება, რომ ვითამაშებ.

ჩემი ტრავმის მოშუშებას დრო სჭირდება, მაგრამ ყველაფერი შესანიშნავად მიმდინარეობს. ჩემს სხეულს კარგად ვიცნობ, ყველაფერი რიგზე იქნება.

დაახლოებით ხუთ დღეში სირბილს დავიწყებ და კიდევ ხუთი დღის შემდეგ ბურთით ვარჯიშსაც მოვახერხებ. მარტში სრულიად ჯანმრთელი ვიქნები, ჩემი აზრით".


გერმანელთ ყოფილმა მეკარემ, ოლივერ კანმა გამოხატა ეჭვი ბასტიან შვაინშტაიგერის მისამართით, რაზეც ნახევარმცველმა უპასუხა: "ამ სეზონში 27 მატჩში ვითამაშე, მიუხედავად ჩემი დისკვალიფიკაციისა და ტრავმისა. ბევრი რამ შეიძლება უკეთესი იყოს, მაგრამ ეს შენიშვნა მხოლოდ გაწელილია".

წყარო: goal.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: kerik
27 თებერვალი 2016 14:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
Erterti danaklisi iqneba areyoukiddingme
0
№2
ავტორი: red devil
27 თებერვალი 2016 14:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ლომი ხარ შვაინ ლომი ლივერპულთან გვჭირდება ყველაზე მეტად
0
№3
ავტორი: kerik
27 თებერვალი 2016 14:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
manunited
0
№4
ავტორი: ilker
27 თებერვალი 2016 15:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
გერმანელთ ყოფილმა მეკარემ, ოლივერ კაცმა aq kani igulisxmeba albat ;) shwaina gvchirdeba magrad
0
№5
ავტორი: kerik
27 თებერვალი 2016 15:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
Magri itamashos molodinshi
0
№6
ავტორი: RojoDiablo
27 თებერვალი 2016 15:24
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: ilker
გერმანელთ ყოფილმა მეკარემ, ოლივერ კაცმა aq kani igulisxmeba albat ;) shwaina gvchirdeba magrad


არა, ეგ ახალი ფეხბურთელია, გერმანიის მოქალაქეობა ახლახანს მიიღო winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
27 თებერვალი 2016 15:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მათეუსის ნათქვამი მაინც ვერ გავიგე, რას ნიშნავს წარსულის დამსახურების გამო არ უნდა წაიყვანოს??? მშვენიერ ფორმაში იყო სანამ ტრავმას მიიღებდა და არც ისეთ ასაკში არაა, რომ ამხელა კლასის და გამოცდილების ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატის მიღმა დატოვო!!!
0
№8
ავტორი: GeorgeBest
27 თებერვალი 2016 18:59
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლივერპულთან დაბრუნდეს მთავარია love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top