ჩრდილო ირლანდიელი ვარსკვლავი და"ალისფერი ეშმაკების" ცენტრალური მცველი, უკვე 18 თვეა, რაც ცენტრში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. ამ ხნის განმავლობაში ტრამვები აწუხებთან ცენტრალურ მცველებს: რიო ფერდინანდს, ნემანია ვიდიჩს, კრის სმოლინგს და ფილ ჯონს, ხოლო ჯონი ევანსი, კი სტაბილურად იდგა ცენტრში.
25 წლის ევანსი აცხადებს: "ამ დროის განმავლობაში, ამდენმა ჩატარებულმა მატჩმა მომიმატა პასუხისმგებლობის გრძნობა, შემმატა სიძლიერე და დამეხმარა პროგრესირებაში. წინა წელს, განსაკუთრებით სეზონის მეორე ნახევარში მე თითქმის ყველა მატჩში მივიღე მონაწილეობა და ყოველთვის ვამბობ, რომ რაც მეტ მატჩს თამაშობ, მით მეტს სწავლობ. შემ შეგიძლია ივარჯიშო ძალიან ბევრი, მაგრამ სწორედ მოედანზე სწავლობ ბევრ რამეს და სწორედ ეს დამეხმარა გუნდში პროგრესის მიღწევაში". ასევე ევანსი აღნიშნავს იმასაც, რომ პრემიერ-ლიგაში ფიზიკურად ძლიერ თავდამსხმელებთან თამაშით ის ფიზიკურათაც გაძლიერდა. "ძალიან დიდი გამოწვევაა შენი ორგანიზმისთვის ამ რაოდენობის მატჩების ჩატარება - და მე თავს ძლიერად ვგრძნობ". დაასრულა ევანსმა.