ვან გაალმა 18-კაციანი განაცხადი დაასახელა.
ლუი ვან გაალმა დღევანდელ მატჩზე აკადემიის თავდამსხმელი მარკუს რაშფორდი განაცხადში შეიყვანა.
18 წლის რაშფორდი "უოტფორდსა" და "ლესტერთან" ჩასატარებელი მატჩების განაცხადშიც მოხვდა, მაგრამ სადებიუტო შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებია. მეოთხე მეკარე ჯოელ პერეირა ასევე იმყოფებოდა პირველ გუნდთან ერთად.
გუნდს დაუბრუნდა მარკოს როხო, რომელმაც 2 თვეზე მეტი გამოტოვა.
კრის სმოლინგი და კამერონ ბორტუიკ-ჯექსონი ტრავმის გამო ვერ ითამაშებენ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" სრული განაცხადი: რომერო, ჯოელ პერეირა, ლავი, ვარელა, პული, როხო, ბლინდი, მაკნეირი, რაილი, ერერა, შნეიდერლინი, კერიკი, ლინგარდი, მატა, ანდრეას პერეირა, მემფისი, მარსიალი, რაშფორდი.