"მიდტიულანდის" მთავარი მწვრთნელი, იეს ტორუპი თვლის, რომ სასწაული იქნება, თუკი მისი გუნდი "აღგზნებულ" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაამარცხებს.
დანიურ გუნდთან საპასუხო მატჩის წინ ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა უნდა გამოავლინოს "შიმშილი, სურვილი და აღგზნებადობა", რათა მოწინააღმდეგე დაამარცხოს და მომდევნო რაუნდში გავიდეს.
"მანქანაში მოვისმინე ეს კომენტარი და "სიტყვა" აღგზნებულზე ძალიან ბევრი ვიცინეთ.
რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი ამისთვის მზად უნდა იყოს. ფეხბურთელები ამას ისე უნდა მიუდგნენ, როგორც რეგულარულ მატჩს. შესაძლოა, ზოგიერთი ბიჭი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანი იყოს, მაგრამ ხუთშაბათს "მიდტიულანდის" რიგებში ითამაშებენ და ეს საერთოდ არ ემახსოვრებათ.
არ ვიცი, რას ნიშნავს სიტყვა "სასწაული", მაგრამ ფეხბურთში 17 წლის კლუბი, "მიდტიულანდი" აღწევს წელს იმას, რასაც მიაღწია და ეთამაშება "მანჩესტერ იუნაიტედს", მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბს. დიახ, ეს სასწაულია", - განაცხადა იეს ტორუპმა.
"შრუსბერისთან" მოგებული მატჩის შემდეგ ვან გაალმა განაცხადა, რომ მან დანიელებისგან გადაიღო საჯარიმო დარტყმის გათამაშება - სამი ფეხბურთელი მეკარის წინ, რათა მხედველობის არეალი შეამცირონ.
"თამაშს ვუყურე და გოლიც ვნახე, მოვისმინე ისიც, რაც ვან გაალმა თქვა. თუ "მიდტიულანდისგან" რამეს აღიქვამს შთაგონების წყაროდ, უდიდესი პატივია".