მატჩის წინა პრესკონფერენცია.
ლუი ვან გაალმა "მიდტიულანდთან" დაპირისპირებამდე ჩვეული მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა.
წარუმატებელი შედეგების მქონე ჰოლანდიელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ გუნდის ირგვლივ არსებული მდგომარეობა, მის და გუნდის შესახებ გახშირებული მაკრიტიკებელი აზრი და ტრავმები ფეხბურთელებზე გავლენას ახდენს, თუმცა პროფესიონალი ასეთ ვითარებას უნდა გაუმკლავდეს.
"ვფიქრობ, გავლენა ექნება," თქვა ვან გაალმა, როცა ჟურნალისტებმა მის ირგვლივ გავრცელებული ჭორების შესახებ ჰკითხეს.
"ბევრი კრიტიკა გვხვდება, რასაც მათზე გავლენა ექნება, მაგრამ ფეხბურთელებმა თავიანთი ინსტრუმენტებით უნდა აირიდინ კრიტიკა, რადგან ეს მნიშვნელოვანია - და არა მარტო მწვრთნელის კრიტიკა, არამედ მათიც".ვან გაალმა ასევე დაამატა, რომ მოთამაშეები მენტალურად უნდა გაძლიერდნენ, რომ ირგვლივ არსებულ ნეგატიურობას გაუმკლავდნენ, რათა ამან მოტივაციის დაკარგვაზე არ მოახდინოს გავლენა.
ვან გაალმა თავისებური ანალიზი გაუკეთა "იუნაიტედის" იმედს, რომელიც დანიაში განცდილი მარცხის შემდეგ ეჭვს იწვევს, და "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის კვალობაზე მოულოდნელი პასუხი გასცა შეკითხვას იმის თაობაზე, კვლავ "მიდტიულანდს" ამოეფარებოდა გუნდი თუ გარისკავდა.
"არ მესმის, რას გულისხმობთ. არა, ვფიქრობ, "მიდტიულანდი" კარგად ორგანიზებული, დეტალური გუნდია, ფეხბურთელები კი ამ ორგანიზებას იცავენ. ისინი დიაგონალური პრესინგით თამაშობენ. მეც ამას ვაკეთებ ჩემს გუნდთან - ცოტა აკეთებს - და როცა "მიდტიულანდის" მონაცემებს გადავხედე, ვნახე, რომ ინგლისელ მოწინააღმდეგეებს ყოველთვის ამარცხებენ.
ყველას ჰგონია, რომ ეს გამოწვევა არაფერს წარმოადგენს, მაგრამ მათ ბევრი რამ შეუძლიათ. ყველას მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" აუცილებლად უნდა მოიგოს მისი სტატუსიდან გამომდინარე, მაგრამ მოწინააღმდეგის ანალიზირება უნდა მოახდინო"."იუნაიტედის" მოწინააღმდეგეები ისტორიას წერენ და პირველად თამაშობენ ევროპის ლიგის 1/16 ფინალში, ვან გაალი კი გამოცდილებიდან გამომდინარე ამბობს, რომ მეტოქეს ნამდვილად აქვს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი.
"დიდი ფეხბურთელი არ ვყოფილვარ, როგორც იცით, მაგრამ სავსე სტადიონებზე საუკეთესოდ ვთამაშობდი. ასე რომ "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" კარგს არაფერს მოასწავებს. მათი რამდენიმე ფეხბურთელი აღფრთოვანებული იქნება და ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს ჩაატარებენ. ამიტომაც ვამბობ, რომ ტოპ-გუნდები თავიანთი ოპონენტების მონდომებას უნდა გაუმკლავდნენ".წყარო:
theguardian