თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2016, 23:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2183,
კომენტარები: 9
ვან გაალი ტრავმირებულთა შესახებ
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ.
ვან გაალი ტრავმირებულთა შესახებ
ლუი ვან გაალმა დაადასტურა, რომ დავიდ დე ხეა ევროპის ლიგის მატჩს გამოტოვებს, თუმცა სათადარიგოთა სკამს დაუბრუნდება მარკოს როხო.

დე ხეამ ტრავმა "მიდტიულანდთან" პირველი მატჩის წინ მიიღო და მისი ადგილი კარში სერხიო რომერომ დაიკავა.

როცა ვან გაალს "ოლდ ტრაფორდზე" დავიდის გამოჩენის ალბათობის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა: "ამის იმედი მქონდა, მაგრამ ვერ ითამაშებს, ეს უკვე ნათელია".

რაც შეეხება პოზიტიურ ამბებს, ვან გაალმა განაცხადა, რომ როხო ხუთშაბათს გუნდთან ერთად იქნება - თუმცა მხოლოდ 20 წუთის თამაშს შეძლებს, თუკი საჭირო იქნება.

ანტონიო ვალენსიაც დაუბრუნდა გუნდს, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ინდივიდუალურ ვარჯიშებს ასრულებს.

"ვალენსიას ჩვენს პირველ გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, მხოლოდ პირადი პროგრამით გათვალისწინებული ინდივიდუალური ვარჯიშები შეასრულა. როხომ გუშინ მეორე გუნდთან ერთად ივარჯიშა, დღეს კი პირველთან, ასე რომ, სათადარიგოთა სკამზე იქნება, მაგრამ მხოლოდ 20 წუთით ან დაახლოებით ამდენი ხნით შეძლებს თამაშს.


უეინ რუნი, ლუკ შოუ, ფილ ჯონსი, კამერონ ბორტუიკ-ჯექსონი, ეშლი იანგი, მარუან ფელაინი, ბასტიან შვაინშტაიგერი, ადნან იანუზაი და უილ კინიც გამოტოვებენ შეხვედრას. კრის სმოლინგს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, თუმცა მიზეზი უცნობია.

ვან გაალმა ასევე აღნიშნა, რომ კინისა და რუნის არყოფნაში თავდასხმის ხაზს მარკუს რაშფორდი შეავსებს: "ამ პოზიციაზე ერთადერთი არჩევანი ახლა ის არის".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
24 თებერვალი 2016 23:10
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
Romero jer jerobit saimedod dgas da imedia ar gaugrdzeldeba davitas travma
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: Mufc7
25 თებერვალი 2016 00:44
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ანტონიო ვალენსიაც დაუბრუნდა გუნდს, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ინდივიდუალურ ვარჯიშებს ასრულებს.

ვალენსიას ჩვენს პირველ გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, მხოლოდ პირადი პროგრამით გათვალისწინებული ინდივიდუალური ვარჯიშები შეასრულა.

feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: hypervenom
25 თებერვალი 2016 00:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
ნეტა 4-3-3-ით ათამაშოს ხვალ
0
№4
ავტორი: RojoDiablo
25 თებერვალი 2016 01:10
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სმოლინგიც თუ დაშავდა, ონუაჩუ თავიდანვე დაიწყებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: red devil
25 თებერვალი 2016 08:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
წავაგებთ ამ თამაშსაც ვატყობ
0
№6
ავტორი: AkkRed
25 თებერვალი 2016 10:06
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ციტატა: RojoDiablo
სმოლინგიც თუ დაშავდა, ონუაჩუ თავიდანვე დაიწყებს.


ონუაჩუ თუ ფონსუ-მენსა?
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 თებერვალი 2016 10:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სმოლინგის ტრამვაღა გვაკლდა რაა derpwhy
0
№8
ავტორი: snatch77
25 თებერვალი 2016 11:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 160
შარშან როცა გუნდს ფალკაო და პერსი ყავდა ლუი ჯეიმს უილსონს ხშირად აძლევდა სათამაშო დროს და წელს რატომ გაანათხოვრა areyoukiddingme
0
№9
ავტორი: GeorgeBest
25 თებერვალი 2016 22:04
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ მეგონა როხოს დაბრუნებას თუ ვინატრებდი ოდესმე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top