ხვალ "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპის ლიგის მეორე მეთექვსმეტედფინალურ მატჩში "მიდტიულანდს" დაუპირისპირდება. გასულ შეხვედრაში ყველასთვის მოულოდნელად დანიელებმა იმარჯვეს. ვან გაალის გუნდი მეტოქესთან 2-1 დამარცხდა. შეხვედრის წინ მანჩესტერელებმა ბოლო ვარჯიში გამართეს.
"წითელ ეშმაკებს" ადნან იანუზაი, ანტონიო ვალენსია და მარკოს როხო დაუბრუნდნენ. აღსანიშნავია, რომ პირველ გუნდთან ჯო რაილიმ, დონალდ ლავმა, მარკუს რაშფორდმა და მეკარე ჯოელ კასტრო პერეირამაც ივარჯიშეს.
სურათები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.