თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2016, 13:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3059,
კომენტარები: 7
მოურინიო თავისი მომავლის შესახებ
ჟოზე მოურინიომ თავის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მოურინიო თავისი მომავლის შესახებ
ჟოზე მოურინიო ბედნიერია იმით, რომ სამუშაო არ აქვს, თუმცა მას "მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალ მთავარ მწვრთნელად მოიაზრებენ.

პრესის თანახმად, მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჯენტლმენურ შეთანხმებას მიაღწია, თუმცა პორტუგალიელი კლუბს მხოლოდ ზაფხულში ჩაიბარებს.

მოურინიომ შეთავაზებები მიიღო იტალიური და ჩინური კლუბებისგან, თუმცა მხოლოდ "იუნაიტედი" დაუკავშირდა მის აგენტს, ჟორჟე მენდეშს.

თავის მომავალთან დაკავშირებით სინგაპურში მყოფმა მოურინიომ განაცხადა: "იმდენ რამეს ვკითხულობ! ერთ დღეს ყველაფერი შეთანხმებულია, მეორე დღეს - არა, მომდევნო დღეს ამბობენ, რომ ჩინეთში მივდივარ, მერე კი ამბობენ, რომ იტალიაში ვბრუნდები.

მილანში ჩავალ და ხალხი ფიქრობს, რომ "ინტერში" ვბრუნდები. ახლა აქ ვარ და ალბათ, იტყვით, რომ სინგაპურის ეროვნული ნაკრების გაწვრთნას ვაპირებ.

ყოველდღე ახალი რამ მესმის, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ჯერ სამუშაო არ მაქვს და ამჟამად ბედნიერი ვარ სამუშაოს უქონლობით".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
24 თებერვალი 2016 14:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მოურინიოსნაირი ტიპაჟის მქონე ადამიანი არა მგონია ბედნიერი იყოს სამუშაოს უქონლობით. დარწმუნებული ვარ ერთი სული აქვს როდის დაბრუნდება პრემიერ ლიგაში და რევანშს როდის აიღებს. ფაქტი ერთია, რომ არაფერი უარყვია და არც არაფერი დაუდასტურებია, მაგრამ საერთოდ არანაირი წინადადება, რომ არ ყოფილიყო იუნაიტედისგან ალბათ ამასაც იტყოდა... winked
0
№2
ავტორი: nika_nikusha
24 თებერვალი 2016 14:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
მოდიი რაა მოდიი დამემართა დიაბეტიი ამათი ყურებით derpwhy
0
№3
ავტორი: MUfan#1
24 თებერვალი 2016 16:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
ისე ინტერზე და ჩინეთზე რაც დაიწერა გადადისო მაგას დაცინა და იუნაიტედი არ უხსენებია :D
0
№4
ავტორი: Jorbe-Jorbe
24 თებერვალი 2016 18:39
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
Bednieria samsaxuris.uqonlobit

Bednieria samsaxuris.uqonlobit

Bednieria samsaxuris.uqonlobit
0
№5
ავტორი: dachi_mu
24 თებერვალი 2016 19:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ციტატა: MUfan#1
ისე ინტერზე და ჩინეთზე რაც დაიწერა გადადისო მაგას დაცინა და იუნაიტედი არ უხსენებია :D

ბაზარი არაა სწორად მიხვდი :D შეიძლება არც კი დაუფიქრდეს კაცი მაგრამ აშკარად არ უხსენებია მანჩე..ანუ ეგენი ტყუილიაო და ის სწორიო :D ესე გამოდის :D
0
№6
ავტორი: GeorgeBest
24 თებერვალი 2016 20:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეს ხო მოიყვანეს და თან რამდენიმე ვარსკვლავიც მოაყოლეს wink მგონი რომ ამის მოსვლა გადაწყვეტილი ამბავია უკვე
0
№7
ავტორი: RojoDiablo
25 თებერვალი 2016 01:12
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ისე, მართლა რამ ჩაიყვანა სინგაპურში. ვინმე ფეხბურთლი თუ იპოვა იქაც ნახეთ მერე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top