ჰოლანდიელი ფეხბურთელი იზიარებს იმ აზრს, რომ ის ჯერჯერობით ვერ თამაშობს იმ დონეზე, როგორც პსვ-ში თამაშობდა.
"რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ძალიან ცუდ ფორმაში ვარ და ვერ ვაჩვენებ ჩემს შესაძლებლობათა მაქსიმუმს. კლუბი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მე ჩემი ძველი ფორმა დავიბრუნო. ვფიქრობ, ჩემი ცუდი თამაში ნაწილობრივ კლუბის წარუმატებლობის ბრალიცაა. ამ რთულ სიტუაციაში მხოლოდ თავდაჯერებულობა დამეხმარება"- განაცხადა მემფის დეპაიმ daily mail-თან ინტერვიუში.
"რაიან გიგზი- კლუბის ლეგენდა, ის ხშირად მესაუბრობა. მან ბევრს მიაღწია, როგორც ფეხბურთელმა ამიტომ მისი რჩევები ყოველთვის საჭიროა. ასეთი ადამიანისგან მხარდაჭერა ყოველთვის დადებითად მოქმედებს. ასევე რჩევებს მაძლევს უეინ რუნიც. ეს ორი ლეგენდარული ფეხბურთელი ძალიან მეხმარება ამ რთულ სიტუაციაში"-დაასრულა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა.