"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ, დევიდ ბექჰემმა ლუი ვან გაალი შეაქო და აღნიშნა, რომ ჰოლანდიელის შესახებ ბევრი კარგი სმენია.
"ვან გაალი დიდებული რეპუტაციის მქონე გამოცდილი მწვრთნელია. ხანდახან ყველაფერს დრო სჭირდება. ადვილი არ არის "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელობა.
ყველა უყურებს შედეგს, უყურებს თამაშს, უსმენს გულშემატკივარს - ხალხს, რომელიც კლუბისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია - და მხოლოდ კარგი მესმის მის, როგორც ადამიანის, როგორც მენეჯერის, როგორც მწვრთნელის შესახებ.
ვან გაალს ერთხელ შევხვდი და დაუჯერებლად კარგად მიმიღო. "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელს ყოველთვის გააკრტიკებენ, მაგრამ მხოლოდ სეზონის ბოლოს ვნახავთ, რა მოხდება".
ბექჰემმა განაცხადა, რომ უჭირს ასეთ მდგომარეობაში მყოფი "იუნაიტედის" ხილვა, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს გარდაუვალი იყო სერ ალექს ფერგიუსონის მსგავსი მწვრთნელისა და სხვადასხვა ლეგენდარული ფეხბურთელების წასვლის შემდეგ.
"როგორც "იუნაიტედის" ფანს, ყოველთვის მქონდა იმედი, რომ არასდროს ჩავვარდებოდით, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო. მწვრთნელის წასვლა ბევრ რამეს გამოიწვევდა, მაგრამ გარდა ამისა, გუნდმა დაკარგა კინი, სქოულზი და გიგზი. ასეთი დიდებული ადამიანები წავიდნენ.
ბოლო 20 წლის განმავლობაში იმდენ წარმატებას მივაღწიეთ, რომ ხალხი მაშინვე გვაკრიტიკებს, როგორც კი ერთი ან ორი წლით უტიტულოდ დავრჩებით.
"იუნაიტედი" არის "იუნაიტედი". მნიშვნელობა არ აქვს, გძულს თუ გიყვარს ეს გუნდი, მაინც ერთ-ერთ საუკეთესო - თუ საუკეთესოდ არა - კლუბად რჩება და ამ რეპუტაციას უნდა გაუფრთხილდე. ამ რეპუტაციის დაცვა კი მხოლოდ ტიტულების მოგებით შეიძლება".