ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ იუნაიტედში" თავის სამუშაოსთან დაკავშირებით გაიხუმრა.
პრემიერ ლიგაში წარუმატებლობის მიუხედავად, "იუნაიტედი" ინგლისის თასის მეექვსე რაუნდში გავიდა, თუმცა ეს ვერ ამცირებს ჭორებს იმის თაობაზე, რომ მომდევნო სეზონიდან "ოლდ ტრაფორდზე" სამუშაოდ ჟოზე მოურინიო გადავა.
ვან გაალი თავიდან აგრესიულად პასუხობდა თავის მომავალთან დაკავშირებულ შეკითხვებს, ჟურნალისტებს კი "ისტორიების მთხზველებს" უწოდებდა, მაგრამ "ნიუ მიდოუზე" გამართული შეხვედრის შემდეგ კეთილმოსურნე გულშემატკივრის წინაშე ძალზედ ლმობიერი გამოდგა.
"წარმატებას გისურვებთ სეზონის დარჩენილ ნაწილში, ლუი", ავტოგრაფის მოლოდინში გულშემატკივარმა მიმართა.
"დიახ, ეს გვჭირდება", უპასუხა ვან გაალმა. "სხვა შემთხვევაში დამითხოვენ".