"მანჩესტერ იუნაიტედსა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შორის მიღწეული შეთანხმების დეტალები.
Football Leaks-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედმა" მადრიდის "ატლეტიკოსთან" შეთანხმებას ერთი წლით ადრე მიაღწია, ვიდრე დავიდ დე ხეას გადაიბირებდა.
ესპანელი მეკარე "ოლდ ტრაფორდზე" 2011 წლის ივნისში გადავიდა, მაგრამ სატრანსფერო შეთანხმება 2010 წლის 28 ოქტომბრით თარიღდება, რომელიც იუწყება, რომ "იუნაიტედს" 18 მლნ. ევრო უნდა გადაეხადა.
თუმცა მომდევნო დოკუმენტი, რომელიც 2011 წლის 23 ივნისს შედგა, სატრანსფერო შეთანხმებაში ცვლილების შეტანას ცხადყოფს, რაც ნიშნავს, რომ "იუნაიტედმა" დე ხეას ტრანსფერში 17,125,000 ევრო გადაიხადა.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ "იუნაიტედი" ვალდებულია, 500 ათასი ევრო გადაუხადოს "ატლეტიკოს" ყოველთვის, როცა დე ხეა 25 მატჩს ჩაატარებს.
250 ათასი ევრო უნდა გადაიხადოს "იუნაიტედმა" ყოველთვის, როცა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავა, შემდეგ 1/8 ფინალში და ასევე მეოთხედფინალში დამატებით 250 ათასი ევრო.
"ატლეტიკო" დამატებით 1 მლნ. ევროს მიიღებს ყოველთვის, როცა "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ჩემპიონი გახდება, ეს კი ბოლოს 2012 წელს მოხდა.
ესპანური კლუბი 5 მლნ. ევროს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ "იუნაიტედი" დე ხეას 2016 წლის 30 ივნისამდე გაყიდის.
წყარო:
goal.com