"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა დაადასტურა, რომ უილ კინმა და კამერონ ბორტუიკ-ჯექსონმა "შრუსბერისთან" მატჩში ტრავმა მიიღეს.
"ნიუ მიდოუზე" მატჩი "წითლებმა" წარმატებით ჩაატარეს შედეგის მხრივ, მაგრამ გუნდს კვლავ არ დაუტოვებია მოედანი ტრავმირებული ფეხბურთელის გარეშე. "დაუჯერებელია, რადგან უილ კინის გარდა კამერონ ბორტუიკ-ჯექსონიც ტრავმის გამო შევცვალე. ლინგარდიც წვალობდა ბოლო წუთებში. მატა და მარსიალი შევცვლავე, რათა დამესვენებინა და შემდეგ შეცვლაზე შესულებმაც ტრავმა მიიღეს, ასე რომ, ვერ ვიჯერებ - ეს განრიგის პროგრამაა", - განაცხადა ვან გაალმა.
ვან გაალს ჰკითხეს დავიდ დე ხეას შესახებაც, რომელიც კვლავ ჩაანაცვლა სერხიო რომერომ.
"დე ხეას შესახებ არაფერი ვიცი, მძიმე ტრავმა არ აქვს, მაგრამ უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, როდის შეძლებს დაწყებას".