თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2016, 11:01
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2117,
კომენტარები: 10
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ვან გაალის კომენტარი ინგლისის თასზე მოპოვებული გამარჯვების შემდგომ.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" კომფორტული გამარჯვება მოიპოვა "შრუსბერი თაუნის" წინააღმდეგ (0-3) და ინგლისის თასის მე-6 რაუნდში გავიდა, სადაც "ვესტ ჰემს" შეხვდება. ვან გაალმა მატჩის შემდეგ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

მიმოხილვა

"კმაყოფილი ვარ. უნდა ვთქვა, რომ პირველი 70 წუთის განმავლობაში თამაშს ვაკონტროლებდით, ყოველ მეორე ბურთს ვიგებდით და ძალიან კარგად ვთამაშობდით. ბურთიც გვეჭირა და გოლებიც გავიტანეთ - უფრო მეტის გატანაც შეგვეძლო, ჩემი აზრით. 70 წუთის შემდეგ, 10 კაცით დარჩენილებს გაგვიჭირდა, მაგრამ იყო ფაზები, როცა ძალიან ადვილად ვფლობდით ბურთს, ასე რომ, ძალიან მოხარული ვარ ფეხბურთელთა თამაშით".

სწავლა

"ძალიან გამიხარდა ფეხბურთელების გამო პირველ ტაიმში ორი გოლის გატანა, რადგან მათ ძალიან სურდათ მოგება. სმოლინგის გოლის დროს ძალიან გაგვიმართლა, თუმცა მეორე გოლი ფანტასტიკური იყო, რადგან საჯარიმო დარტყმით გავიტანეთ - ეს "მიდტიულანდისგან" ვისწავლეთ. საჯარიმოს ასეთი შესრულება "მიდტიულანდისგან" გადავიღეთ და მატჩის წინ დანიაში მსაჯს ვკითხეთ, შეიძლებოდა თუ არა ასე გათამაშება, რაზეც მსაჯმა გვიპასუხა: "დიახ, ამის ნებას გაძლევთ". ვფიქრობ, ეს თამაშგარეა, მაგრამ კარგი, ისინი ამბობენ, რომ არ არის. ვფიქრობ, წესებში წერია, რომ მეკარის მხედველობის დაფარვა არ შეიძლება, მაგრამ მაშინ უნდა იყვნენ მსაჯები, რომლებიც გეტყვიან: "არა, ასე არ გამოვა". ამიტომაც მოვიქეცით ასე და გოლი გავიტანეთ - ცუდი არ არის!"

მომდევნო მატჩი

"დიახ, რა თქმა უნდა, "მიდტიულანდთან" დიდი შეხვედრა გველის, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი აქედან გვაქვს. ბევრი მატჩი უნდა მოვიგოთ ამისთვის, მარამ გასვლის შანსი ჯერ კიდევ არის და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი. განგრძობითად უნდა ვითამაშოთ, ე.ი. აღდგენისთვის დასვენების საშუალება არ გვეძლევა. მოვლენებს დღიურად ვუდგებით, რაც სპორტში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ან იგებ, ან აგებ".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 თებერვალი 2016 11:08
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მიდტიუნალდი ნახეთ სად გამოგვადგა!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
23 თებერვალი 2016 11:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჯობია უეფაზე შორს არც წვიდნენ. ამდენი ტრავმიანობა და რა აზრი აქვს, მაინც შერცხვებიან რომელიმე გუნდთა. ჯობია თასს მიხედონ

ისე გუშინ ლარნერ კოული ვინ იცანით wink
0
№3
ავტორი: RojoDiablo
23 თებერვალი 2016 11:10
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: General
ისე გუშინ ლარნერ კოული ვინ იცანით

შორიდან რომ გაისროლა ერთი იმაზე ამბობ, ხომ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Iunaitedi
23 თებერვალი 2016 13:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Aba tqvenicit.
0
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
23 თებერვალი 2016 13:17
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
მიიტდიულანდი ჩვენგან უნდა სწავლობდეს. არადაა პირიქითაა.
0
№6
ავტორი: redarmy10
23 თებერვალი 2016 17:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
მიტდიულანდისგან როსწავლობ ეს უკვე სამარცხვინოა როცა იუნაიტედი ხარ მაგრამ ართქვა მაინც შეკაიკაცოო ხომშეიძლება ; D
0
№7
ავტორი: Best 7
23 თებერვალი 2016 17:04
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
შრუზბერის მოუგო რა გინდა LEGEND!
0
№8
ავტორი: Count Alucard
23 თებერვალი 2016 21:16
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ამ გუნდთან 0-3 მანჩესტერისთვის სირცხვილი უფროა... ლიგა ერთში გავარდნის პირასაა გუნდი...
0
№9
ავტორი: red devil
24 თებერვალი 2016 06:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ბედკრულო მანჩესტერო რა დღეში ხარ
0
№10
ავტორი: ვახო ( G G M U)
24 თებერვალი 2016 10:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ამას სულ დაუსტვენია და ეგააა winked
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top