daily mail-ის ჟურნალისტი სამუელი ფიქრობს, რომ ილუზიების შექმნა თითქოსდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალი მწვრთნელი რაიან გიგზი იქნება, უაზრობაა.
"გულშემატკივრები იმაზე უნდა დაფიქრდნენ, რომ რაიან გიგზი ყველაზე ცუდი ვარიანტია "მანჩესტერი იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე. მათ გუნდში გვარდიოლა უნდა მოეწვიათ, ეს არ გააკეთეს, რადგან სწორედ რაიან გიგზში ხედავენ "საკუთარ გვარდიოლას". ამ დროისთვის გულშემატკივრები გაურკვევლობაში არიან."-განაცხადა სამუელმა sky sport-თან ინტერვიუში.
"შეიძლება ითქვას, რომ გიგზმა ასე თუ ისე მიიღო გამოცდილება მწვრთნელობის შესახებ. შესაძლებელია, რომ მას ლუი ვან გაალზე უკეთესი ტაქტიკა და თამაშის სტილი გააჩნია, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაუდგეს სათავეში. სწორედ ამიტომ უნდა შეწყვიტოს გულშემატკივარმა რაიან გიგზის მწვრთნელობაზე საუბარი".-დაასრულა ჟურნალისტმა.