თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2016, 11:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3621,
კომენტარები: 6
ვან გაალი მატჩის წინ
ლუი ვან გაალის პრესკონფერენცია სათასო მატჩის წინ.
ვან გაალი მატჩის წინ
ლუი ვან გაალმა "ოლდ ტრაფორდზე" მიღწეულ თავის შედეგზე ისაუბრა, რამეთუ აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგეს "მანჩესტერ იუნაიტედის" აღარ ეშინია.

ინგლისის თასის მეხუთე რაუნდის მატჩის წინ ყველა წინაპირობაა შექმნილი იმისთვის, რომ გუნდმა მორიგი მარცხი განიცადოს.

"სანდერლენდთან" და "მიდტიულანდთან" წაგებული ზედიზედ ორი მატჩის შემდეგ, ინგლისის თასიდან გავარდნით ვან გაალი კიდევ უფრო მიუახლოვდება კლუბის დატოვებას.

ჰოლანდიელმა ხაზი გაუსვა მის გუნდში არსებულ პრობლემებს და აღნიშნა, რომ "იუნაიტედმა" შიშის-ფაქტორი დაკარგა.

"თუ ბოლო ორ შეხვედრას გადახედავთ, შესაძლოა ასეც იყოს. მაგრამ ისინი კვლავ უნდა შევაშინოთ.

ფეხბურთელებს უკვე ვუთხარი, რადგან წაგებებით გაგრძელება აღარ შეიძლება, საკითხავი კი ის არის, როგორ დავაღწევთ თავს.

"შრუსბერი თაუნიც" იბრძოლებს მეორე ბურთისთვის და ითამაშებს პირდაპირ და მისთანები, მაგრამ ამ ყველაფერთან გამკლავება უნდა შეგეძლოს",
- განაცხადა ვან გაალმა.

ევროპის ლიგაზე განცდილი მარცხი "იუნაიტედის" მწვრთნელის პოსტზე გატარებული წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვან გაალის ყველაზე ცუდი წაგება იყო, ალბათ.

ვან გაალი მატჩის წინ


ეს ყველაფერი მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ მისი გუნდი ზედმეტად სუსტად გამოიყურება, რაც ვან გაალის აზრით, ლიგა ერთის მეტოქეებს დამატებით მოტივაციას შესძენს.

როცა ჰკითხეს, "შრუსბერი" ითამაშებდა გიგანტთა მკვლელის როლს თუ არა, ჰოლანდიელმა უპასუხა: "შესაძლოა. ამის იმედი მაქვს, რადგან ამით მხოლოდ ვისარგებლებთ".

"შრუსბერი" ვან გაალის პოტენციურად მძიმე კვირის დასაწყისს შეუწყობს ხელს, რადგანაც ზეწოლა სულ უფრო იზრდება.

ჟოზე მოურინიოს განცხადება იმის თაობაზე, რომ კლუბები მას თავად დაეძებენ, ედ ვუდვორდს სწრაფად მოქმედებას აიძულებს.

ვან გაალი მატჩის წინ


მიუხედავად იმისა, გაიმარჯვებს ვან გაალი თასზე ან გავა ევროპის ლიგის მომდევნო რაუნდში თუ არა, "არსენალთან" წაგება უფრო მეტ ნათელს მოჰფენს მის მომავალს.

ჯერჯერობით კი ლუი კვლავ გუნდის ვითარებაზე საუბრობს.

ვან გაალი მატჩის წინ


"როცა მოვედი, პირველი მატჩი პრემიერ ლიგაში "სუონსისთან" წავაგეთ. თუმცა გასულ სეზონში სახლში მაინც კარგი შედეგი ვაჩვენეთ და ჯერ კიდევ შეგვიძლია ამის გაკეთება. საკითხი მხოლოდ მატჩების ზედიზედ მოგებაში დგას".

თასზე "იუნაიტედის" შანსების შესახებ მან განაცხადა: "აქ საკითხი ასე დგას: ყოველი მატჩი უნდა განიხილო როგორც ერთი მატჩი და მოიგო.

ორშაბათს უნდა მოვიგოთ, შემდეგ მეორე რაუნდში ვიქნებით. ინგლისის თასის მოგება შეგვიძლია, რადგან "სუონსის" სახლში მოვუგეთ, "უოტფორდს" კი გასვლაზე. "ჩელსის" გასვლაზე ვეთამაშეთ.

ეს ყოველთვის შესაძლებელია".


წყარო: M.E.N.
პრესკონფერენცია
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
22 თებერვალი 2016 11:23
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
შიშის ფაქტორი დავკარგეთ კი არა, ჩვენ უფრო გვეშინია, ვესტ ჰემმა და ასეთმა გუნდებმა არ მოგვიგონ. საერთოდ აღარაფერი რომ აღარ დარჩა წარსულის გუნდიდან, უკვე დიდი ხანია მივეჩვიე, ახლა ახალ გუნდს ვეჩვევი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
22 თებერვალი 2016 11:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ესეთი თავდაჯერებული მეორე არავინ მინახია რაა. გასაგებია, რომ შენი თავის უნდა გწამდეს, მაგრამ ისე არა, რომ რეალობას აცდე. ვან გაალი რეალობას არი აცდენილი და მისი სიტყვები ამის ნათელი მაგალითია. რის მომგებები ესენი არიან, რო გაიძახის მოგება შეგვიძლიაო.სხვა თამაშებზე რო არაფერი ვთქვათ, წინა ორი მატჩის მერე როგორ უნდა ამოგივიდეს პირიდან, რომ რაიმე ტიტულის მოგება შეგიძლია??? derpwhy
0
№3
ავტორი: AkkRed
22 თებერვალი 2016 11:28
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
აღარ არის შიშის მომგვრელი მანჩესტერი იუნაიტედი მეტოქეებისთვის
0
№4
ავტორი: Iunaitedi
22 თებერვალი 2016 12:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Eseti donis gundtanac eshinia luis fexburtelebs da ukve chvenc. Im manchesterma romelic saocar formashi iyo adre minimum 5 goli unda gavutanot.
0
№5
ავტორი: GeorgeBest
22 თებერვალი 2016 21:04
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პრემიერ ლიგაში ოთხეულისთვის იბრძვიან, უეფადან ჯობია ეხლავე გამოვარდნენ და თასზე მაინც გააკეთონ აქცენტი
0
№6
ავტორი: Jorbe-Jorbe
22 თებერვალი 2016 21:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ლუი ვან გაალის ყველაზე დიდი მინუსი, ჩემი აზრით ისაა, რომ არ შეუძლია მას გუნდი საომრად განაწყოს. ფსიქოლოგიურად განადგურებულია გუნდი. დულ თუ არაფერი, ამაში მაინც გიჟია ჟოზე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top