ჟოზე მოურინიომ და ედ ვუდვორდმა ჯენტლმენურ შეთანხმებას მიაღწიეს იმის თაობაზე, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მომდევნო მწვრთნელი პორტუგალიელი სპეციალისტი გახდება.
მოურინიოს ჯერ კიდევ არ გაუფორმებია წინასწარი კონტრაქტი "იუნაიტედთან", თუმცა M.E.N.-ი ამტკიცებს, რომ ჟოზე სამუშაოს მიღებაში დარწმუნებულია.
"ჩელსის" ყოფილი მწვრთნელის აგენტი, ჟორჟე მენდეში ამჯობინებს, რომ მისი კლიენტი "ოლდ ტრაფორდზე" სამუშაოდ მიმდინარე სეზონში მიიწვიონ, მაგრამ ვუდვორდი ვან გაალის ზაფხულამდე გაშვების წინააღმდეგია.
"იუნაიტედის" ლეგენდარულმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა თავის მემკვიდრედ დევიდ მოიესი აირჩია, როცა კარიერა დაასრულა, ახლა კი ვან გაალის შემცვლელად რაიან გიგზს ამჯობინებს, მისი როლი კლუბში დევიდ გილის თქმით "მეტია, ვიდრე უბრალო ელჩობა".