21-02-2016, 22:38
ნანახია: 1991,
კომენტარები: 8
"იუნაიტედის" პოტენციური მეტოქე ცნობილია
ინგლისის თასზე "წითელი ეშმაკების" პოტენციური მეტოქის ვინაობა გაირკვა.
თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის თასზე "შრუსბერი თაუნს" დაამარცხებს, მომდევნო ეტაპზე "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდება.
"ჩაქუჩებმა" მე-4 რაუნდის მატჩში "ბლექბერნ როვერს" სძლიეს და მომდევნო ეტაპზე უკვე გავიდნენ, "წითელი ეშმაკები" კი თავიანთ შეხვედრას ორშაბათს გამართავენ.
კენჭისყრის სრული შედეგი:"ევერტონი" - "ჩელსი"
"რედინგი" - "კრისტალ პალასი"
"არსენალი"/"ჰალ სიტი" - "უოტფორდი"
"შრუსბერი თაუნი"/"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი".
მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში "იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" ითამაშებს.
წყარო:
skysports
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.