"მანჩესტერ იუნატედის" ყოფილი ფეხბურთელი, არნოლდ მიურენი თვლის, რომ კლუბისთვის უკეთესი იქნება თუ ვან გაალთან მუშაობას შეწყვეტს.
"მე ვფიქრობ, რომ ვან გაალი უნდა წავიდეს. მან დახარჯა ძალიან დიდი თანხა ტრანსფერებზე, მაგრამ ამან შედეგი ვერ მოიტანა. გუნდი ძალიან მოდუნებულია. გულშემატკივარი იმაზეც თანახმა იქნება, როცა არასანახაობრივი თამაშით მაინც შეძლებს გამარჯვების მოპოვებას, მაგრამ ის ამასაც ვერ ახერხებს. ფეხბურთში მთავარი მოპოვებული სამი ქულაა, ხოლო სანახაობა ეს უკვე მეორეხარისხოვანია" - განაცხადა არნოლდმა goal.com-თან ინტერვიუში.
"ვან გაალი კარგი სპეციალისტია, მაგრამ როგორც ჩანს ინგლისის ჩემპიონატში ასპარეზობა მის კარიერაში შავ ლაქად დარჩება. "მანჩესტერ იუნაიტედი" მოგებული ტიტულის გარეშე ვერავის ვერ წარმოუდგენია. ინგლისელი ჟურნალისტებიც უკვე მის წინააღმდეგ არიან განწყობილნი. ბოლოს, როდესაც ინგლისური ჟურნალი წავიკითხე გავიფიქრე: "ღმერთო ჩემო, რა ხდება მანჩესტერში ასეთი საშინელი",- დაასრულა მიურენმა.