ინგლისის თასის მეხუთე რაუნდის მატჩის პრევიუ.
"შრუსბერი თაუნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
სტადიონი: "ნიუ მიდოუ", შრუსბერი
მონაცემი: ინგლისის თასი, მე-5 რაუნდი
თარიღი: ორშაბათი, 22 თებერვალი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: რობერტ მედლი
მატჩის დასაწყისი: 23:45, (ჩვენი დროით)
"შრუსბერი თაუნი"
ტრავმირებულები: უოლესი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Rouley, Vassell, McKnight, Smith, Wellens, Whitbread, Burton, Wallace, Sadler, Tootle, Wesolowski, Demetriou, Halstead, Cole, Brown, Knith-Percival, Vernon, Ogogo, Clark, Whalley, Grimmer, Black, Grandison, Leutwiler, Mangan Jean-Louis Akpa Akpro
"შრუსბერის" ნახევარმცველი ლარნელ კოული, რომელმაც კარიერა "იუნაიტედში" დაიწყო, სამი გამოტოვებული მატჩის შემდეგ შემადგენლობას უბრუნდება. მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ თამაშს შეძლებს მცველი ჯეკ გრიმერიც.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: შოუ, როხო, ვალენსია, ჯონსი, იანგი, შვაინშტაიგერი, დარმიანი, ფელაინი, დე ხეა, რუნი, ბორტუიკ-ჯექსონი, იანუზაი, ვარელა
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
მიუწვდომელი: ლავი (ითამაშა "უიგანის" რიგებში)
განაცხადი:
მიუხედავად იმისა, რომ "მიდტიულანდთან" მატჩამდე მიღებული ტრავმა დე ხეასთვის სერიოზული არ აღმოჩნდა, დავიდი "შრუსბერისთან" მატჩს გამოტოვებს. დე ხეა მე-14 ტრავმირებული გახდა გუნდში, რომელსაც კაპიტანიც დააკლდება..
"შრუსბერი თაუნი"
21-ე ადგილი, 33 ქულა (ლიგა ერთი)უკანასკნელი 6 შეხვედრა (ყველა ტურნირი: მ-წ-მ-წ-ფ-მ
"ბლექპულთან" გასვლაზე მოპოვებული გამარჯვებულის შემდეგ 21-ე ადგილზე იმყოფება ლიგა ერთში 33 ქულით.
"შრუსვბერიმ" თავისი ბოლო ოთხი საშინაო მატჩიდან სამი წააგო - ამ პერიოდში სახლში ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში "შეფილდ უენსდეი" დაამარცხა.
ინგლისის თასზეინგლისის თასის მიმდინარე გათამაშებაში გუნდმა რანგით მასზე მაღლა მდგომი კლუბები დაამარცხა ("კარდიფ სიტი" 0-1 მე-3 რაუნდში და "შეფილდ უენსდეი" 3-2 მე-4 რაუნდში), თუმცა ინგლისის თასზე თუმცა ინგლისის თასზე უფრო მაღალი დივიზიონის გუნდებთან გამართული 23 შეხვედრიდან 14-ში დამარცხდა.
"შრუსბერის" მიერ თასის მიმდინარე გათამაშებაში გატანილი ექვსივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა.
"შრუსბერიმ" ინგლისის თასზე ბოლო შვიდი შეხვედრიდან ხუთი "ნოლზე" ჩაატარა - 5 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-5 ადგილი, 41 ქულა (პრემიერ ლიგა)უკანასკნელი 6 მატჩი (ყველა ტურნირი): წ-მ-მ-ფ-წ-წ
"სანდერლენდთან" გასვლაზე 2-1 დამარცხების შემდეგ გუნდი პრემიერ ლიგაში მეხუთე ადგილზე იმყოფება 41 ქულით.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 18 მატჩიდან მხოლოდ ხუთი მოიგო (5 მოგება, 6 ფრე, 7 წაგება) და ამ ხუთი მატჩიდან ორი ინგლისის თასზე მოდის - "შეფილდ იუნაიტედისა" და "დერბი ქაუნთის" წინააღმდეგ.
ინგლისის თასი"იუნაიტედმა" ინგლისის თასი 11–ჯერ მოიგო (უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ "არსენალს" აქვს, რომელიც 12–ჯერ გახდა ტიტულის მფლობელი), ბოლოს კი ტრიუმფი 2004 წელს იზეიმა, როცა "მილენიუმზე" "მილუოლი" 3–0 დაამარცხა.
ტურნირის ფინალში შვიდჯერ დამარცხდნენ, ბოლოს 2007 წელს "ჩელსისთან" 1–0.
გასულ სეზონში ტურნირზე გამოსვლა მე–6 რაუნდში დაასრულეს, როცა საკუთარ მოედანზე "არსენალთან" 1–2 დამარცხდნენ.
ტურნირის მიმდინარე გათამაშებაში მესამე რაუნდში სახლში "შეფილდ იუნაიტედს" სძლიეს უეინ რუნის მიერ გამოყენებული 11–მეტრიანი დარტყმით, მე-4 რაუნდში კი "დერბი ქაუნთი" დაამარცხეს 1-3.
"წითელმა ეშმაკებმა" ინგლისის თასის მეხუთე რაუნდში გამართული ბოლო 6 შეხვედრიდან ყველა მოიგო.
"ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებმა დაბალი დივიზიონის გუნდების წინააღმდეგ ინგლისის თასზე ჩატარებულ ბოლო 8 მატჩში 19 გოლი გაიტანეს - საშუალოდ 2.4 გოლი მატჩში.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" დაბალი დივიზიონის გუნდების წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 45 შეხვედრაში მხოლოდ 1 წააგო – 36 მოგება, 7 ფრე, 1 წაგება. ეს წაგება "იუნაიტედმა" 2010 წელს "ლიდსთან" განიცადა, როცა 0–1 დამარცხდა.
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"შრუსბერი თაუნი"
წამყვანი ბომბარდირი: ნაიტ-პერსივალი - 4 გოლი (4 ლიგაში)
თუ მოედანზე ლარნელ კოული გავა, ითამაშებს წინააღმდეგ გუნდისა, რომელშიც კარიერა დაიწყო.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირები: რუნი - 14 გოლი (7 ლიგაში)
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.
მსაჯთა ბრიგადა
მთავარმა მსაჯმა რობერტ მედლიმ ყველა ტურნირზე 23 მატჩი განსაჯა, 66 ყვითელი და 4 წითელი ბარათი აჩვენა.
გვერდითი მსაჯები: სტივ ჩაიდლი, სტიუარტ ბარტი
სათადარიგო არბიტრი: ნილ სუორბრიკი.