"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი დევიდ მოიესი თვლის, რომ ლუი ვან გაალმა "იუნაიტედი" არ უნდა დატოვოს.
ჰოლანდიელმა მწვრთნელმა "სანდერლედნთან" წაგების შემდეგ მორიგი მარცხი განიცადა ევროპის ლიგაზე "მიდტიულანდის" წინააღმდეგ, თუმცა მოიესს მიაჩნია, რომ კლუბი მაინც უნდა ენდოს ვან გაალს.
"არა მგონია, კარგი იყოს, თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" გახდება კლუბი, რომელიც მწვრთნელებს ცვლის.
იმედგაცრუებული ვიყავი, როცა 10 თვეში სამსახური დავკარგე. "მანჩესტერ იუნაიტედი" ყოველთვის აკეთებდა გაცილებით დიდებულ საქმეს, ვიდრე მწვრთნელთა რეგულარული დათხოვნაა. არა მგონია, რომ ასე უნდა მოიქცნენ", - განაცხადა შოტლანდიელმა.
"წითელი ეშმაკები" მომდევნო მატჩს ინგლისის თასზე "შრიუსბერის" წინააღმდეგ გამართავენ, შემდეგ კი ევროპის ლიგაზე "მიდტიულანდს" საპასუხო შეხვედრაში დაუპირისპირდებიან. "ჯერ კიდევ წინ არის საპასუხო შეხვედრა. ყველა შუა კვირაში ნაჩვენებ თამაშზე ლაპარაკობს, მაგრამ მეორე მატჩის მოგება და მომდევნო რაუნდში გასვლა შეუძლიათ.
თასზე "შრიუსბერის" ხვდებიან და იქაც შეუძლიათ მომდევნო ეტაპზე გასვლა. ჯერ კიდევ ყველა ტურნირზე თამაშობენ, არსაიდან გავარდნილან.
მე ევროპის ლიგის მატჩის მოგებას ველოდები, ყველა ერთად კი- "შრიუსბერის" დამარცხებას", - დაასრულა მოიესმა.