"მანჩესტერ იუნაიტედსა" და მადრიდის "რეალს" შორის მიღწეული შეთანხმება ანხელ დი მარიას კონტრაქტის შესახებ Football Leaks-მა გამოაქვეყნა.
კონტრაქტის თანახმად მადრიდული გრანდი 1 მლნ. ევროს მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუკი "იუნაიტედი" არგენტინელის დახმარებით ჩემპიონთა ლიგაზე გავიდოდა, 5 მლნ. ევროს, თუკი დი მარია ოქროს ბურთის ლაურეატი გახდებოდა, ხოლო დამატებით 5 მილიონს, თუკი ჯილდოს მოიგებდა.
რაც უფრო საინტერესოა, "წითელი ეშმაკები" წარმოუდგენელ თანხას გადაუხდიდნენ "რეალს", თუ დი მარიას "ბარსელონაში" გაყიდდნენ.
მოთამაშის გაყიდვა ლა ლიგის ნებისმიერ კლუბში, მათ შორის "ბარსელონაში", "იუნაიტედს" 2015 წლის ზაფხულში 50 მლნ. ევრო დაუჯდებოდა, 2016 წლის ზაფხულში 40 მლნ. ევრო, ხოლო 2017 წლის ზაფხულში 30 მლნ. ევრო შესაბამისად, თუმცა სამომავლო ვალდებულებები კლუბს აღარ ეკისრებოდა.