თბილისი:
მანჩესტერი:
20-02-2016, 16:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1899,
კომენტარები: 5
სმოლინგი: "გულშემატკივარი უკეთესს იმსახურებს"
კრის სმოლინგი გულშემატკივარს ბოდიშს უხდის.
სმოლინგი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა კრის სმოლინგმა თანაგუნდელებს მოუწოდა, რომ ევროპის ლიგის საპასუხო შეხვედრაში გულშემატკივარს უკეთესი მატჩი აჩვენონ, ვიდრე ეს დანიაში გააკეთეს.

სმოლინგმა აღიარა, რომ გუნდის თამაში კარგი არ იყო და გულშემატკივარს დაპირდა, რომ საპასუხო შეხვედრაში უკეთესად ითამაშებენ.

"ეს იყო თამაში, რომელიც მიუღებელია. გულშემატკივარი, რომელიც ჩვენთან ერთად ჩამოვიდა და მთელი მატჩის განმავლობაში უდიდეს მხარდაჭერას გვიმჟღავნებდა, უნდა დავაჯილდოოთ. ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რომ ცუდად ვითამაშეთ.

პირველი ტაიმის მიწურულს გოლის გაშვება ნამდვილად არ დაგვხმარებია, მეორე ტაიმში ისეთივე თავდაჯერებულობით ვერ გამოვედით და ბევრ ორთაბრძოლასა და მეორე ბურთს ვაგებდით.

მატჩებში, რომელშიც ეთამაშები გუნდს, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედზე" მცირეა, ორთაბრძოლები და მეორე ბურთები აუცილებლად უნდა მოიგო. თუ ამას ვერ აკეთებ, მოედანზე მარცხდები. ასე რომ, შედეგის გამო მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულოთ.

დე ხეა ჩვენი გეგმების მთავარი ნაწილი იყო, მაგრამ ჩვენს თამაშს მის ან სხვების ტრავმას ვერ დავაბრალებთ.

"მიდტიულანდი" პრესინგს მიმართავდა, როგორც გუნდი, ძალიან კარგად მოქმედებდა და ვფიქრობ, უბრალოდ ამაში ვერ ავუბით მხარი. მეორე ტაიმში აგრესია გვაკლდა და ბოლოს სამაგიეროც მივიღეთ".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: always ReD
20 თებერვალი 2016 16:42
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
დე ხეა რაშუაშია საერთოდ. რომერო მშვენივრად გამოიყურებოდა. რომეროს გარდა სხვა ყველას ბრალი იყო ეს უსახური თამაში
0
№2
ავტორი: GeorgeBest
20 თებერვალი 2016 16:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დე ხეა იდეალურად ჩაანაცვლა რომერომ, სიმბოლურშიც მოხვდა კაცი. მეტი რა უნდა მოსთხოვო ან რას ელოდნენ არ ვიცი. არაპროგნოზირებადია ზედმეტად, თორე უკეთეს ადგილას იქნებოდა ეხლა. მომენტებში ურთულეს ბურთს იღებს და მეორე წუთს თავის კარში იტანს ტიპი

სმოლინგიც არ ბრწყინავს ბოლო მატჩებია
0
№3
ავტორი: Iunaitedi
20 თებერვალი 2016 17:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Yvela fexburteli ertidaigives laparakobs.
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 თებერვალი 2016 22:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ესენი ეტყობა ქართველ მინისტრებს ხშირად უყურებენ ხოლმე და იმათგან ისწავლეს ეს ტყუილი დაპირებები derpgop
0
№5
ავტორი: Mufc7
20 თებერვალი 2016 23:20
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ეს იყო თამაში, რომელიც მიუღებელია

როდის უნდა დაამთავრონ მერე ამ მიუღებელი თამაშების ჩატარება?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top