დავიდ დე ხეამ გამოკვლვევა ჩაიტარა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" კრიზისული მდგომარეობა მცირედით მაინც შემსუბუქდება იმ ფაქტით, რომ მეკარე დავიდ დე ხეას გამოკვლევების შედეგად ტრავმა არ აღმოაჩნდა.
ესპანელმა მეკარემ "მიდტიულანდთან" მატჩის დაწყებამდე გახურებისას მცირე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც მატჩი გამოტოვა.
კლუბის სამედიცინო შტაბი დარწმუნებული იყო, რომ ტრავმა სერიოზული არ იქნებოდა, სკანირებამ კი აჩვენა, რომ დავიდს ტრავმა საერთოდ არ აქვს.
დანიაში დე ხეა სერხიო რომერომ შეცვალა, რომელმაც კარგი მატჩი ჩაატარა, მაგრამ როგორც მოსალოდნელია, დე ხეა მალე დაუბრუნდება გუნდის სასტარტო შემადგენლობას.
საეჭვოა მისი მონაწილეობა ინგლისის თასზე "შრიუსბერის" წინააღმდეგ მატჩში, მაგრამ ევროპის ლიგის საპასუხო შეხვედრაში, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება, დე ხეა თამაშს შეძლებს.
ვან გაალის გუნდის ტრავმირებულთა სია: მატეო დარმიანი, ფილ ჯონსი, მარკოს როხო, ლუკ შოუ, მარუან ფელაინი, ბასტიან შვაინშტაიგერი, ანტონიო ვალენსია, უეინ რუნი, ადნან იანუზაი, გილერმო ვარელა, ეშლი იანგი.
წყარო:
dailymail