ჟოზე მოურინიომ გავრცელებულ ჭორებს ნათელი მოჰფინა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "მიდტიულანდთან" განცდილი მარცხის შემდეგ ჟოზე მოურინიოს აგენტს, ჟორჟე მენდეშს მიმართა.
M.E.N. Sport-ი ამტკიცებს, რომ "იუნაიტედს" დანამდვილებით სურდა გაეგო, აპირებდა თუ არა პორტუგალიელი მწვრთნელი მილანის "ინტერში" დაბრუნებას.
მოურინიო, რომელმაც 2010 წელს ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფამდე მიიყვანა იტალიური კლუბი, მიმდინარე კვირაში "ინტერის" ერთ-ერთ მფლობელ მასიმო მორატის უნდა შეხვედროდა, რაც გამაფრთხილებელი ნიშანი იქნებოდა "იუნაიტედისთვის", რომელიც ლუი ვან გაალის შეცვლას აპირებს.
"წითელ ეშმაკებს" ჯერ არ შეუთანხმებიათ კონტრაქტი მოურინიოსთან, რომელმაც იტალიური და ჩინური კლუბების შეთავაზებები უარყო, რადგან ლუი ვან გაალის პოსტის დაკავების იმედი აქვს, თუმცა ამის გამო სამუდამოდ ლოდინს არ აპირებს.
შაბათს ჟოზე მილანში გაემგზავრა, რათა "ნერაძურისა" და "სამპდროსიას" მატჩს დასწრდებოდა, მანამდე კი La Stampa-ს განუცხადა:
"ერთ რამეს მინდა ნათელი მოვფინო - არ ვიცი მომდევნო სეზონში ვის ვუხელმძღვანელებ. "ინტერს" უკვე აქვს პროექტი, რომელიც რობერტო მანჩინისა და პრეზიდენ ერიკ ტოჰირს ეკუთვნით.
მათ იდეებს სრულად ვუჭერ მხარს და იმედი მაქვს, მათი გეგმები წარმატებული იქნება. მინდა, "ინტერის" გულშემატკივართა სახეზე კვლავ გამოჩნდეს ღიმილი, ასე რომ, ხვალ გამარჯვების იმედი მაქვს"."ინტერის" პრეზიდენტმა ერიკ ტოჰირმა მოურინიოს დაბრუნებასთან დაკავშირებული სპეკულაციები ჩაახშო.
"იგი დიდებული მწვრთნელია, "ინტერთან" ერთად ისტორია შექმნა, მაგრამ ახლა მანჩინი გვყავს, რომელმაც ასევე ისტორია შექმნა ამ კლუბთან ერთად, როცა შესანიშნავ შედეგებს მიაღწია. მჯერა, რობერტო გუნდს გამოაცოცხლებს.
გასულ წელთან შედარებით უკვე შეიმჩნევა ცვლილებები, მხოლოდ მეტი დრო გვჭირდება". წყარო:
M.E.N.